საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში — 38

0
18 მარტს საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა კი 38-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს. "ამ ეტაპზე ინფექციურ საავდმყოფოში 30 პაციენტი წევს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები. ინფიცირების წყარო დადგენილია", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
Georgia
0