0
შენ არავინ გგავს. ეჭვი გეპარება❓ ეს ბუნებრივია. ყველაფერი რომ დანამდვილებით ვიცოდეთ, სულელები ვიქნებოდით. ეჭვი ცნობისმოყვარეობას ბადებს, ეს უკანასკნელი კი გონიერებას. შენი ყოველი ნაწილი განსხვავებულია. დრო რომ გადის ისინი იცვლებიან. ცხოვრება სევდიანი, თუმცა ასატანია. დამეთანხმე❓ სხვა გზა არ გაქვს. უნდა აიტანო, რომ იცხოვრო. გაგეღიმა❓ ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყო. შენში უამრავი გადაუწყვეტელი ამბავი ცხოვრობს. აუხდენელი ოცნება ცხოვრებას ასატანს ხდის. ბედნიერი ხარ❓ ამის აღიარებას გამბედაობა სჭირდება. უბედური ვერ იქნები, რადგან ცოცხალი ხარ. იცეკვე. ცეკვა აბედნიერებს. იქნებ ხატვის ნიჭი გაქვს❓ ცხოვრების საკუთარ ფერებში ყურება სახალისოა. წერა გიტაცებს❓ ესეიგი ადამიანი ხარ❗ ნუ გეშინია. შიში ძლიერი ემოციაა, თუმცა მხდალი. ერთ დღეს სიცოცხლეს შევწყვეტთ. ამას დრო განსაზღვრავს. ეს რეალობაა. ილუზია დროის უაზრო კარგვაა. ფიქრი ილუზიის ნაწილია. ფიქრი რთული სამართავია, თავისუფალია, მას ვერ დაიმორჩილებ. დამორჩილებული ფიქრი მკვლელობას გავს. თავისუფალი გონება მკველობას არასოდეს ჩაიდენს. ყველაფერი აზრიანია. უაზრობა სიცოცხლეზე უარის თქმაა. შენი შექმნა აზრმა განაპირობა. ორი აზრის შერწყმამ. შენ უნიკალური ხარ. შენნაირი აღარასოდეს იქნება. რისი გჯერა❓თუკი ამაზე პასუხი ჯერაც არ გიპოვია, ესეიგი ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს. დროის კარგვა საბოლოოდ სინანულს იწვევს. სწრაფად გაარკვიე რა გინდა. კომფორტი სასიამოვნოა, მაგრამ მაქედან გამოდი. ის გააკეთე, რაც გულს გიჩქარებს, ოდესღაც გაჩერდება. ჩაეხუტე. ამ გრძნობის გამომხატველ სიტყვას მგონი სინონიმიც კი არ აქვს. სიზმარში იმოგზაურე. არ გააკონტროლო. საინტერეოა. წიგნის კითხვა ბოლოდან დაიწყე, შეიძლება საინტერესო ამბავს გადააწყდე. სიცოცლე სიკვდილს გულისხმობს. ეს გაანალიზე. შენი არსებობა მნიშვნელოვანია, რაღაც გაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მშვიდად როცა ხარ, მაშინ შეიგრძნე ბედნიერება.
#ფსიქოლოგია
#ეზოთერიკა
#მოტივაცია
0