ქართველი ზღაპრის გმირი საოცარი საცავით.

0
ბატონი თენგიზი ზღაპრის გმირს გავს თავისი "საცავით" თენგიზ თაქთაქიშვილი უხუცესი ბუკინისტია. თავის დროზე მწერლობაზე ოცნებობდა. უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ­მა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა წლე­ბის წინ სა­კუ­თა­რი წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვით და­ი­წყო "მე­წიგ­ნე­ო­ბა", დღეს კი მთე­ლი თბი­ლი­სი მას­თან ეძებს სა­სურ­ველ ბუ­კი­ნის­ტურ წიგ­ნებს... , , ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი "ბიბ­ლი­აა". ამის მერე უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და "და­ვი­თი­ა­ნი". ამ წიგ­ნებ­ში ღრმა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა და­მა­ლუ­ლი, რო­მე­ლიც ჯე­რაც არა­ვინ უწყის და მას "ათ­ვლის ეტა­ლო­ნი" ჰქვია. ეს "ათ­ვლის ეტა­ლო­ნი" ყვე­ლა ქარ­თველ­მა მე­ფემ იცო­და და იმი­ტო­მაც იყო რომ გო­ნივ­რუ­ლად და ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ერს." აღმაშენებლის გამზირის N95-ში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან თუ მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გასაყიდად გამოტანილი ძალიან ბევრი წიგნი. ამ წიგნების პატრონი თენგიზი, პროფესიით, ფილოლოგია და ცხადია, მისთვის 25 წლის განმავლობაში ნაგროვებ წიგნებთან განშორება არც ისე მარტივია, თუმცა მიაჩნია, რომ კარგ საქმეს აკეთებს - წიგნებს იაფად ყიდის. წიგნების ფასი 1 ლარიდან იწყება.მის კოლექციაში უფრო ძვირადღირებული, მაგალითად, 30-ლარიანი წიგნებიც არის. , , მე მქონ­და უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 2000 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბო­და. ჩემი პაპა, ია­გო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი იუ­რის­ტი იყო. ოქსფორდში სწავ­ლობ­და. სა­ოც­რად ნას­წავ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი გახ­ლდათ. ოქსფორ­დის მერე სწავ­ლა პე­ტერ­ბურ­გში გა­აგ­რძე­ლა. 1949 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. პა­პამ უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა და­მი­ტო­ვა. ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე, რომ მოს­კოვ­ში მეს­წავ­ლა, ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და და ამ ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გავ­ყი­დე წიგ­ნე­ბი. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ სა­ოც­რად მწყდე­ბა გული. მუ­ზემ­ში ჩემს მიერ მი­ცე­მუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბიც ინა­ხე­ბა.წიგ­ნის ჭია ვარ. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დღე­ში 20 სა­ა­თიც კი წა­მი­კი­თხავს წიგ­ნი, ახლა დავ­ბერ­დი და მაგ­დე­ნი აღარ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყო­ველ­დღე 5-6 სა­ა­თი რომ არ ვი­კი­თხო არ შე­მიძ­ლია." #წიგნები #დღისფოტო
#ახალიამბები
#ხელოვნება
0