მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის
296 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის და ყველა მედიასაშუალება მის ტრანსლირებას საერთო სიგნალის მეშვეობით მოახდენს. როგორც ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მედიის წარმომადგენებს საშუალება ექნებათ მთავრობის ადმინისტრაციას კითხვები წინასწარ მიაწოდონ და ამასთან, პასუხები სპეციალურ საკომუნიკაციო პლაფორმაზეც მიიღონ.

„იმისათვის რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანსლირების. მინდა მადლობა გადავუხადო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც შეძლებთ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორაციის მიღებასა და გარცელებას. ასევე, გექნებათ საშუალება წინასწარ მიაწოდოთ ჩვენს პრესსამსახურს შეკითხვები და ჩვენ ამომწურავათ გაგცემთ პასუხს. ოპერტიულ რეჟიმში შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.

#news #politics
Headline
Tbilisi · 6 months ago
11
Write a comment