სუპერმარკეტების ქსელებში აცხადებენ, რომ სასურსათო მარაგების პრობლემა და გასაყიდ პროდუქტზე ლიმიტების დაწესების საჭიროება არ არსებობს.
როგორც „სპარის“ მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე პროდუქციის ფასები არ გაზრდილა და კომპანია არ გეგმავს ფასდადების პოლიტიკის შეცვლას, თუმცა თუ ლარის გაუფასურების გამო დისტრიბუტორების პროდუქციის ფასს გაზრდიან, ასეთ შემთხვევაში პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს.
#news
#coronavirus
#coronaviruslive
Georgia