სამცხე-ჯავახეთში შეზღუდვები იზრდება

0
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა იმ რიგ შეზღუდვებზე, რომლებიც რეგიონის მასშტაბით ამოქმედდება. რეგიონის პირველმა პირმა კაზინოების, რესტორნების, ტრანსპორტის, კულტურული ძეგლების, სასურსათო მაღაზიების, ქელეხების გამართვის, თვითიზოლაციის დარღვევის და სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
#news
#coronavirus
#სამცხეჯავახეთი
#შეზღუდვები
Borjomi
0