მე ნოსტრადამუსი არ ვარ და არც ვანგა - პაატა იმნაძე

0
მე ნოსტრადამუსი არ ვარ და არც ვანგა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი მოვლენების მიმდინარეობის მიხედვით განხორციელდება. სწორედ ამგვარად უპასუხა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც შესაძლოა საქართველოში განვითარდეს. „მე ნოსტრადამუსი არ ვარ და არც ვანგა. სიტუაციის მიხედით იქნება ყველაფერი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, რაც იქნება მოსალოდნელი ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა იმნაძემ.
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#ვანგა
#ნოსტრადამუსი
#tbilisidaily
0