http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139203
კორონავირუსით COVID-19 დაავადების შემთხვევების რაოდენობით ესპანეთმა და გერმანიამ გაასწრეს სამხრეთ კორეას, სადაც ბოლო დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
დღეის მდგომარეობით, ესპანეთში დაავადდა სულ 11 826 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1028. გარდაცვლილია 533.
გერმანიაში ინფიცირებულია სულ 9 367 ადამიანი. მათგან 26 გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 67.
ესპანეთი და გერმანია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამჟამად მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა.