კრიზისი ბელორუსში და ლუკაშენკოს სიურეალისტური პოლიტიკა

ByBekaGeorgia
0
ბელორუსში ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგებს მოჰყვა სადაც ლუკაშენკომ ხმების 80% ხოლო ოპოზიციონერმა კანდიდატმა ტიხანოვსკაიამ 10, 2% მიიღო, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გააჩინა და 9 აგვისტოს, ავტორიტარული მართველობის წინააღმდეგ, ათეულათასობით ადამიან გავიდა ქუჩაში, რაც ლოგიკურიც იყო რადგან ეს პროცესები არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ წლებია პროცესები მიმდინარეობს ამ ხნის მანძილზე ლუკაშენკო გარკვეულწილად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, მოსახლეობის თუ ელექტორატის გულის მოსაგებად. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციის ლიდერს ტიხანოვსაკიას არაერთი კვლევის თანახმად, მისი რეიტინგი საშუალოდ 60-70% იყო. მაგრამ როდესაც ადგილობრივმა ცსკ-მ გამოაქვეყნა შედეგები და ლუკაშენკოს ხმების უმრავლესობა 80%-ზე მეტი დაუთვალა ამას თვით ხელისუფლების წრეებშიც კი აღნიშნავდნენ, რომ ასეთი შედეგის გამოცხადება იყო პირდაპირი დარტყმა თვით ლუკაშენკოზე. ცხადი გახდა მაშტაბური დარღვევების ფონზე შედეგები გაყალბებული იყო საპროტესტო გამოსვლებმა სულ უფრო ფართომაშტაბიანი სახე მიიღო და მოიცვა მთელი ბელორუსი. ლუკაშენკო ცდილობს საზოგადოება და განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნოს, რომ პროტესტში მონაწილეები არიან მართულები დესტრუქციული უცხო ძალების მიერ რომელებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ხედვა.
კრიზისი უფრო გამწვავდება თუ ხელისუფლება უარს იტყვის მოლაპარაკებებზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან. აქედან გამომდინარე ის აღმოჩნდება კრემლთან მარტო რაც იქნება ცუდი სცენარი, რადგან წააგებს პოლიტიკურად და ამ ფაქტს დაგმობს ყველა ბელარუსელი. ლუკაშენკო მუდმივად აცხადებდა მასმედიის საშუალებით, რომ ერჩივნა მოკვდარიყო ვიდრე ბელორუსი შეერთდებოდა რუსეთს და ჩაებარებინა კრემლისთვის დამოუკიდებლობა. და ახლა რას ვხედავთ ის ცდილობს რუსთთან განიხილოს მინსკში შექმნილი ვითარება და თხოვოს დახმარება. რთულად პროგნოზირებადია, როგორ განვითარდება მოვლენები ვიხილავთ კი ახალ ყირიმის სცენარს აღმოსავლეთ ევროპაში და როგორ პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს ლუკაშენკო როდესაც მის ოჯახის და ხელისუფლების უსაფრთხოებას შეექმნება პრობლემა, რაც სახეზეა.
ბოლო დღეების მონაცემებით უფრო მწვავდება სიტუაცია მინსკში. ძირითადი გამოსავალი, როგორც დასავლურ პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში საუბრობენ არის რაციონალური მედიაცია საზოგადოებასთან შუამავლის მეშვეობით ხოლო ვინ იქნება შუამავალი ესეც ცალკე საკითხია. მას ძალიან კარგად ესმის და აფასებს რაც ხდება, ქუჩებში რეპრესიებიც იმიტომ შეწყდა რომ არ ააქვს საკმარისი ძალაუფლება/ლეგიტიმაცია. ბელარუსიის ისტორიაში პირველად პოლოტიკურ ოპოზიციას და ფართო საზოგადოებას მხარს უჭერს მუშათა კლასი. ხელისუფლება მიხვდა რომ მან წააგო ქუჩა, ერთირამ რასაც ის ცდილობს საზოგადოების ერთიანობის დარღვევა, დიალოგით კი შეეცდება დღის წესრიგის შეცვლას მის სასიკეთოდ.
📍პარალელები საქართველოსთან. ბელორუსში მიმდინარე პროცესებს აქტიურად უნდა აკვირდებოდნენ საქართველოშიც, რადგან პირველ რიგში უკავშირდება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ლუკაშენკომ კრემლის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რეგიონებად თუ კი პროცესები რადიკალირად წავა და ბელორუსი მიემხრობა რუსეთს. ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად იქნება აღიაროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რაც ცუდ მაგალითს აძლევს დსთ-ს ქვეყნებს და ევრაზიულ კავშირში შემავალ სახელმწიფოებში დომინოს ეფექტს გამოიწვევს...
პ.ს ლუკაშენკოს როგორც ჩანს არსად წასვლას არ ჩქარობს მას სჭირდება გარკვეული გარანტიები, აგრეთვე მას აქვს გარკვეულწილად პირადი წყენა, უარყოფითად განწყობილი საზოგადოების და მუშათა კლასისი მიმართ, (კალხოზები) რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციონერის ლიდერს ტიხანოვსკაიას ის მას არ მიიჩნევს ღირსეულ/ძლიერ ოპონენტად..
#ახალიამბები
#პოლიტიკა
ByBekaGeorgia
0