FACEBOOK თავის დასაქმებულებს, გაზრდილი ხარჯების გამო, $1 000-იან ბონუსს დაურიცხავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139206 სოციალური მედიის პლატფორმა Facebook თავის დასაქმებულებს ბონუსის სახით $1 000-ს გადაუხდის, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ხარჯებს გაუმკლავდნენ. როგორც კომპანიამ CNN Business-ს უთხრა, ბონუსის მიზანია, დაეხმაროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დამატებით ხარჯებს უმკლავდებიან, როგორიცაა სახლში ოფისის მოწყობა, ან შვილებზე ზრუნვა. Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 45 000 დასაქმებული ჰყავს. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ $1 000-იანი ბონუსი მხოლოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანებს დაერიცხებათ და არა - კონტრაქტორებს. "ტაბულა"
0