ღია ბაზრების დახურვა არ იგეგმება
59 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღია ბაზრების დახურვა არ იგეგმება.

მისივე თქმით, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი სურსათის მომარაგება საქართველოში არ შეიზღუდება.

„ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს. მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებ რისკიანია, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაშებია. რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულ სცენარსაც კი, რომელიც არ არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი, ამ შემთხვევაშიც სურსათის მომარაგება არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არ იზღუდება და არ შეიზღუდება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

#georgia #world #stopcovid19 #covid19 #კორონავირუსი
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
4
Write a comment