http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139219
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება. მისივე თქმით, ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია.
„ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა", - განაცხადა ეზუგბაიამ. კითხვაზე, ითვლება თუ არა საქართველო დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კი. „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.