საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. პროდუქციას სამკერვალო ფაბრიკა , , აჭარა ტექსტილი” აწარმოებს. უკვე ცნობილია, რომ პირბადეების პირველი პარტია ხვალისთვის იქნება მზად.
ფაბრიკის ფინანსური დირექტორის, გია ლომინაძის ინფორმაციით, 19 მარტს, დილის საათებში , , აჭარა ტექსტილი” მზა პროდუქციას მიაწვდის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მზადაა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
#პირბადე
#აჭარატექსტილი
#კორონავირუსი
#წარმოება
#tbilisidaily