როდის ან რატომ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარება ქვეყანაში

0
კორონავირუსის გავრცელების გამო არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები.[1] საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სახელმწიფოს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოკლე ვადაში მოაგვაროს კრიზისით გამოწვეული პრობლემები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გაეცანით რა უფლებები შეიძლება შეგვეზღუდოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში და როგორია უკანასკნელ პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკა. როდის და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება? მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კარგავს იურიდიულ ძალას. რა უფლებები შეიძლება შეეზღუდოთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს? საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოქალაქეებს შეეზღუდოთ ან შეუჩერდეთ კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები. თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ავტომატურად არ ხდება, ამისთვის საჭიროა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დამატებთ გამოსცეს დეკრეტები. ის დეკრეტები, რომლითაც იზღუდება ან ჩერდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, პარლამენტს წარედგინება დასამტკიცელად. როგორ ხდება თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა? აუცილებლობის შემთხვევაში, დეკრეტით შესაძლოა, მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე, შესაძლოა შემოიღონ კომენდანტის საათი, რა დროსაც მოქალაქეებს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. კარანტინში მყოფ, ან სხვა შესაძლო საფრთხის მატარებელ პირებს, დროის გარკვეული მონაკვეთით შეიძლება შეუზღუდონ თავისუფლება და მოსთხოვონ თვითიზოლაცია. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას შსს უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი. დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა თავისუფლად გადაადგილების უფლება ამჟამად შეზღუდულია რამდენიმე ქვეყანაში: 14 მარტს ესპანეთის მთავრობამ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის თანახმად, ყველა ესპანელი უნდა დარჩეს სახლში, შესაძლებელია სავარჯიშოდ და სამუშაოზე სიარული, საკვების ყიდვა, აფთიაქში წასვლა. იტალიაში სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პირველადი აუცილებელი საჭიროების ნივთების შეძენის მიზნით. ადამიანს, რომელიც სახლს ტოვებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტი და შეეძლოს დადასტურება იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან ერთ-ერთი მიზნით არის გამოსული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება დანაშაულად ჩაითვლება. ჩეხეთში აკრძალულია მოსახლეობისთვის ისეთ ობიექტებზე წვდომა, როგორებიცაა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკები და გალერიები. მთავრობამ სასწავლო პროცესი ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეაჩერა. როგორ შეიძლება მოხდეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვა? შესაძლოა აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, ასევე გაფიცვის უფლებით სარგებლობა
#politics
#news
#opinion
#კორონავირუსი
#coronavirus
0