კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ-ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139227 კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ-აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. ტიკარაძის თქმით ტესტების ჩამოსატანად ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი. “კი, ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, რადგან ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი, კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ, "-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0