ნახატი შესრულებულია ჩემს მიერ. დიდი არაფერი, მაგრამ მე ძალიან მომწონს. ?
სახელზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. სულ თავიდან მინდოდა 'სიცარიელე' დამერქვა ნამუშევრისთვის. რადგანაც ღამის 2 საათზე მარტოობამ, უხასიათობამ და ჩემმა სულიერმა სიცარიალემ განაპირობა მუზის მოსვლა.
როდესაც სახის მონახაზზე ვმუშაობდი, არ ვცდილობდი ქალზე ტკივილის ან სევდის გამოხატვას. მინდოდა რომ ჩემი ხასიათი გამოჩენილიყო მის არაბუნებრივ მზერაში. მსურდა მის სახეს და გამოხედვას ისეთი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მნახველისთვის, თითქოს არაფერი არ აყენებს მას ტკივილს. მაგრამ ზღვისფერი ცრემლები მის იმ მხარეს წარმოუჩენდა ადამიანს რომელსაც თავისთავში მალავს.
ქალის ცრემლები შევეცადე არამარტო ფერით დამსგავსებოდა ზღვას, არამედ ფორმითაც ზღვის ტალღისთვის დამემგვანებინა.
ნახატი შესრულებულია აკრილით და თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ დააკომენტარეთ. ??
Kutaisi