ლაშქრობის დასაგეგმად პირველ რიგში, იმ ადგილის კარგად ცოდნაა საჭირო, სადაც მიდიხარ ან მიგყავს ხალხი. გასათვალისწინებელია კლიმატი, ამინდის პროგნოზი, მოსალოდნელი რისკები, მარშრუტის ხანგრძლივობა, სირთულე და ასე შემდეგ. მაგალითად, საქართველოში არის ისეთი ადგილები, სადაც თოვლი გვიან აგვისტოში და სექტემბერშიც გვხვდება. ასეთ ადგილებში ლაშქრობა ივნისშიც კი რისკთან ასოცირდება, მიუხედავად სიცხისა.
ლაშქრობისთვის მთავარია ჯერ მორალურად მოემზადო და მერე ფიზიკურად. უნდა გაიაზროს მოლაშქრემ, რომ ხშირ შემთხვევაში ფეხით გასავლელი მარშრუტი საკმაოდ რთულია და მოითხოვს როგორც შესაბამის ფიზიკურ მომზადებას, ასევე მორალურს. მორალურად უნდა ვიყოთ მზად მრავალი აღმართისთვის, მზის დამწვრობისთვის, დაღლილობისთვის, უცხო ხალხთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი მომზადება, შესაბამისი აღჭურვილობა და სურვილი.
#goodplaces
#camping
#nature
#opinion
#photo
#myphoto