ბაიერნი ტრანსფერს გეგმავს, კონკურენტი არსენალია

0
თითქოს რეკორდმაისტერს გაძლიერება რაში სჭირდება? გუნდი გამოვიდა და ბარსენალოას 8:2 მოიგო, თუმცა, მიუნხენელთა ხელმძღვანელობა ასე არ თვლის. ლაიფციგის ცენტრალურმა მცველმა, დაიო უპამეკანომ კარიერა შესაძლოა ბაიერნში გააგრძელოს. როგორც სქაი სპორტი წერს, 21 წლის ფრანგისთვის ლაიფციგთან გახანგრძლივებული კონტრაქტი (2023 წლამდე) ტრანსფერისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. უპამეკანოს პროგრესი შეუმჩნეველი არც სხვა გუნდებისთვისაა. აქამდე დაიწერა, რომ მისით ლონდონის არსენალია დაინტერესებული. 2019/20 წლების სეზონში, ფრანგმა მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ლაიფციგისა და ატლეტიკოს შეხვედრაში, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
0