წმინდა სინოდის სხდომის განსახილველი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იქნება

0
20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. „სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა ჩაინიშნა.
0