მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი ნამუშევრებით დიდად ვერ დავიკვეხნით, თბილისი მაინც ყველაზე გამორჩეული ქალაქია თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და ხიბლით ✨
ამ პოსტში ერთად გადავხედოთ თბილისის ღირსებებს, და დავასახელით ყველაზ მიმზიდველი ნაგებობების ნაწილი.
თბილისის ხელოვნების სასახლე
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი.
ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები, ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.
სავაჭრო ცენტრი „პიქსელი“ ჭავჭავაძის გამზირზე
ე.წ. პიქსელის შენობა დღემდე ყველაზე გამორჩეულია თავისი ექსტერიერით.
პატარა პიქსელებად დაყოფილი კუბი საინტერესო გათვლებითა და არქიტექტურით, ყოველთვის იქცევს გამვლელის ყურადღებას.
არქიტექტორი: Wandel Hoefer Lorch
წელი: 2008
ცისფერმაქმანებიანი სახლი
გამორჩეული ნაგებობა, რომელიც თბილისის ქუჩებშია ჩამალული
იუნესკოა ნუსხაში შესული სახლი, 1897 წელს თავად ვასილ გაბაშვილის დაკვეთით ცნობილი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით აიგო.
კორნელი ტატიშჩევი თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი სახლის
ავტორია.
ასევე ალექსანდრ შიმკევიჩთან ერთად თანაავტორია რუსთაველის თეატრის შენობის პროექტისა.
არქიტექტორმა გაბაშვილების სახლი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი შტრიხებით შეამკო: ხის აივანი, მოხატული ნაძერწი სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნითა და ალაყაფის ჭიშკრით.
ეროვნული ბანკი აეროპორტის გზატკეცილზე
ეს შენობა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესოა
არქიტექტორი: სტუდია “არსი”
წელი: 2013
თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე
თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლეის შენობა დღემდე არქიტექტორების საყვარელი ნიმუშია.
საბჭოთაკავშირის ბრუტალური ნაგებობა და საოცარი დინამიკა.
სასახლე დღემდე ფუნქციონირებს და წყვილების საყვარელი ადგილია.
არქიტექტორები: ვიქტორ ჯორბენაძე, ვაჟა ორბელაძე
კონსტრუქტორი: გივი ფიცხელაური
წელი: 1984
მე-6 საავტორო სკოლა ასათიანის ქუჩაზე
გოთიკური არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუში თბილისში.
არქიტექტორი: ალექსანდრე ოზეროვი
წელი: 1893
თბილისის იუსტიციის სახლი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შენობა დიდად არ ხიბლავს, თბილისის იუსტიციის სახლი მაინც ხშირად სახელდება თანამედროვე თბილისის გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშებში.
ავტორი: Masimiliano and Doriana Fuksas
წელი: 2010-12
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
შენობა, რომელიც ყველა მნახველს ხიბლავს ამ სიას არასდროს ტოვებს.
არქიტექტორი: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია
წელი: 1975
საბედნიეროდ, ჩამოსათვლელი ჯერ კიდევ ბევრია ✨
____________________
გამოიწერეთ გვერდი და თვალი ადევნეთ თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინ-სიახლეებს მომოსთან ერთად ✨
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#არქიტექტურა
#არქიტექტორი
#არქიტექტურას
#არქიტექტირა
#ქართულიარქიტექტურა
#თბილისი
#თბილისიდეილი
#თბილისურიამბები
#დიზაინი
#მომო