არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი - კვიციანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139250 არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი - ამის შესახებ განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ემზარ კვიციანმა გააკეთა. კვიციანი აღნიშნავს, რომ მას ეს იდეა ძალიან მოსწონს და თვლის რომ ეს გაამართლებს აუცილებლად. “პატარა აზრი გამიჩნდა, არამარტო საგანგებო სიტუაციების დროს, რიგგარეშე სხდომები როცა არის, მაშინ შეიძლება დისტანციურად ჩატარდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში წასულია ხალხი ქალაქიდან, რიგგარეშე როცა ტარდება. ესეც შეიძლება, რომ შეტანილი იქნას. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს აუცილებლად. დღევანდელი საშუალებებით, რაც არის ტექნოლოგიურად, ვფიქრობ რომ არ მგონია, ეს გაჭირდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი, ” - განაცხადა კვიციანმა.
0