1924 წლის მუშათა აჯანყება - ათასობით დახვრეტილი ადამიანი.

0
96 წლის წინ, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო. მასში მონაწილეობა, განურჩევლად სოციალური ფენისა, ყველა ქართველმა მიიღო. საბოლოო ჯამში, ამბოხი ჩაახშეს. აჯანყება დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რაოდენობა, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს. პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოე რამიშვილმა აჯანყების შეფასებისას აღნიშნა „აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში 1924 წ. ქართველმა ერმა იარაღით ხელში სცადა თავისუფლების მოპოება, მაგრამ ამაოთ. აჯანყება დამარცხდა, რუსის ლაშქარმა სძლია ერთსულოვნათ ამოძრავებულ ქართველობას. და აი მტერმა ააოხრა საქართველო და გაჟლიტა მისი საუკეთესო შვილები. მთელი ქართველი ერი ძაძებში გახვეულია. მტერი არ ერიდება არავითარ ძალდატანებას, რომ საქართველო სისხლის მორევში ჩაახრჩოს და ტერორით და ათასნაირი ხრიკებით ქართველი ერი სულიერათ გასტეხოს. ამაო ცდაა. ქართველი ხალხი გამოწრთობილია ხანგრძლივ ეროვნულსა და რევოლიუციონურ ბრძოლაში. მან კარგად იცის დიდებული პოეტის სიტყვები: „ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა“. სამწუხაროდ, 1924 წლის აჯანყების დეტალები საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა საზოგადოების მეხსიერებიდან წაშალა, სწორედ ამიტომ, აჯანყების შესახებ დღეს ინფორმაცია თითქმის არ მოგვეპოვება.
0