Facebook-ი აერთიანებს Messenger-ის და Instagram-ის ჩატებს

ByOneGeorgia
0
როგორც ჩანს, კომპანია Facebook-მა დაიწყო ინსტაგრამის და მესენჯერის სამესიჯო სისტემების ინტეგრაციის პროცესი. რესურსმა — The Verge შეამჩნია, რომ Instagram-ის მობილურ აპლიკაციაში ios და Android პლატფორმებზე გაჩნდა შეტყობინების ფანჯრა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს განახლებას სადაც ნათქვამია შემდეგი რამ: “Instagram-ს გააჩნია ახალი სამესიჯო მეთოდი”. შემდეგ შემოთავაზებულია ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს, ჩატების ახალ ინტერფეის, შეტყობინებებზე პასუხი “swipe”-ის მეშვეობით, ახალი სმაილები და ყველაზე მთავარი — შესაძლებლობა დაეკონტაქტოთ მეგობრებს რომლებიც მოიხმარენ Facebook-ს.
როგორც კი მომხმარებელი გადაწყვეტს Instagram-ის განახლებას, Direct-ის ლოგო აპლიკაციის მარჯვენა ზედა კუთხეში შეიცვლება Facebook Messenger-ის ლოგოთი. აგრეთვე იცვლება ჩატებიც და ისინი უფრო ფერადი ხდება.
#one1 #გართობა #ინსტაგრამი
#ახალიამბები
ByOneGeorgia
0