ტამპლიერთა რაინდების წარმოშობა!

0
მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაიპყრეს იერუსალიმი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას, პილიგრიმების ჯგუფებმა დაიწყეს წმინდა მიწის მონახულება მთელი ევროპიდან. ბევრი მათგანი მოკლული იქნა მუსლიმანთა კონტროლირებადი ტერიტორიების გადალახვისას. დაახლოებით 1118 წელს ფრანგმა რაინდმა, სახელად ჰუგ დე პეინმა, დაარსა სამხედრო ჯგუფი 8 ნათესავთან და ნაცნობთან ერთად, რომელსაც უწოდეს სოლომონ მეფის ღარიბი რაინდები (შემდგომად ცნობილი როგორც ტამპლიერი რაინდები). იერუსალიმის მეფის ბალდვინ II-ის ხელშეწყობით, მათ დაარსეს ორდენის ცენტრი ტაძრის ანუ მორიის მთაზე და პირობა დადეს ქალაქის ქრისტიანები დაეცვათ. რელიგიური ლიდერებისგან პირველი კრიტიკის მერე 1129 წელს რაინდებმა მიიღეს ფორმალური მხარდაჭერა კათოლიკური ეკლესიის და გამოჩენილი აბატი ბერნანდ კლერვოელისგან. ორდენმა მრავალი მოხალისე და შემოწირულობა მიიღო მთელი ევროპიდან. (მიუხედავად იმისა, რომ თავად ტამპლიერები ფიცს დებდნენ უქონლობაზე, ორდენს შეეძლო სიმდიდრის და მიწების ფლობა.) ამ პერიოდში რაინდებმა მიიღეს ასკეტური ცხოვრების წესი და მათი ჩაცმის დამახასიათებელი ფორმა: თეთრი სამოსი წითელი ჯვრებით.
0