მამარდაშვილის ფილოსოფია

0
ღმერთი არის სიმბოლო სიტუაციისა, რომელშიც ადამიანი – სასრული არსება, ჩართულია უსასრულო სრბოლაში, რათა მოკრიბოს ემპირიული წერტილები, რომლებშიც განლაგებულია: ჭეშმარიტი მთლიანობის ნაწყვეტები ე.ი. მან უნდა გაიგოს, რა არის რა, რომელია სიყვარული და რომელია – სიძულვილი, რომელია ნიღაბი და რომელია ნივთი. ჰოდა, სამყაროში საკუთარი თავის ამგვარი ხედვის წანამძღვარი არის იმის დაშვება, რომ არსებობს წერტილი, სადაც მთლიანობის სახითაა მოცემული ის, რაც ჩვენ მხოლოდ დაფანტულად გვეძლევა და ამის გამო გვჭირდება უსასრულო სრბოლა ჭეშმარიტების წერტილების მოსაძებნად და შესაკრებად. როცა მე მიყვარს, ამ დროს რაღაც წერტილისათვის არ არის დაფარული ის ფაქტი, რომ სინამდვილეში მძულს. ამ სიტუაციაში შემოდის ცნება ღმერთისა და ღმერთის შიშისა, ანუ იმის შიშისა, რომ ვიღაცამ იცის, ვიღაც ხედავს, სინამდვილეში რა ვარ; იმის შიში, რომ არსებობს ცნობიერება, რომელიც სინამდვილის მოწმეა.
0