ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

0
ყო­ველ­წლი­უ­რად, ზა­ფხუ­ლი­სა და ზღვის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხი აქ­ტი­ურ­დე­ბა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წელს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა. მა­გა­ლი­თად, BBC-ის მიერ შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ ბოლო სი­უ­ჟეტ­ში შავი ზღვა ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ ზღვად მო­იხ­სე­ნი­ეს. კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ნა­პი­რი­დან 400 კი­ლო­მეტრზე, არა მხო­ლოდ ზე­და­პირ­ზე, არა­მედ ეკო­სის­ტე­მა­ზეც ვრცელ­დე­ბა. სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ზღვის წყალ­ში არ­სე­ბობს ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას. ზღვა­ში უც­ნო­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც წერ­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის წყლის ჩაყ­ლაპ­ვის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი უც­ნო­ბი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა. (ავტ. შე­ნიშ­ვნა: ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი გა­მო­იწ­ვია თუ არა ზღვის წყალ­მა ბავ­შვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათზე მეტი ბავ­შვი ერთი და იგი­ვე დი­აგ­ნო­ზით მოხ­ვდა კლინ­კა­ში და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი და­სა­სა­ვე­ნებ­ლად ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. AMBEBI.GE გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-ის ეკო­ლო­გი­ის ექ­სპერტს, კახა გუჩ­მა­ნი­ძეს ესა­უბ­რა. - რო­გო­რია შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წელს? რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა იგი სა­ბა­ნა­ოდ? - შავი ზღვა, რა თქმა უნდა, არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე, რომ იგი ცალ­სა­ხად სა­ში­ში იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბით­ვის, ცხა­დია, ასე არ არის. არ­სე­ბობს შავ ზღვა­ზე მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც ბა­ნა­ო­ბა არის სრუ­ლი­ად მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც ზღვა­ში ჩას­ვლა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.- რო­მე­ლია ეს ად­გი­ლე­ბი? - ზღვა შე­და­რე­ბით სუფ­თაა სარ­ფი-გო­ნი­ოს მო­ნაკ­ვეთ­ზე, მწვა­ნე კონ­ცხის მიმ­დე­ბა­რედ და შეკ­ვე­თილ­ში ნა­წი­ლობ­რივ. ის ტე­რი­ტო­რია კი, სა­დაც ჩა­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე ბარ­ცხა­ნა და მდი­ნა­რე ჟი­ლი­ნის არხი, ვფიქ­რობ, რომ ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხო არ არის. ასე­ვე, აერ­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბენ­ზეს მიმ­დე­ბა­რედ, პორ­ტის მახ­ლობ­ლად, ბა­ნა­ო­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. ობე­ლის­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იახ­ტკლუ­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კო­ლექ­ტო­რი იყოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან მძაფ­რი, უსი­ა­მოვ­ნო სუნი იგ­რძნო­ბა.- რა არის შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რო­ტო­რი­ა­ზე? - სა­ქარ­თვე­ლოს აკ­ვა­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს და­ბინ­ძუ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე კერა: პირ­ვე­ლი უმ­თავ­რე­სი კერა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­მოწ­ვე­ვა, რო­გორც ბა­თუ­მის­თვის, ისე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს არის გა­უ­მარ­თა­ვი წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევ­და, ვი­ნა­ი­დან აუ­ა­რე­სებ­და ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებს და დიდი ზი­ა­ნი მოჰ­ქონ­და ზღვის იხ­ტიო ფა­უ­ნის­თვი­საც. ეს პრობლმა გერ­მა­ნი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კის და­ფი­ნა­სე­ბით ამოქ­მე­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ნა­წი­ლობ­რივ გა­მოს­წორ­და. თუმ­ცა დღემ­დე არ­სე­ბობს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მა ან არ არ­სე­ბობს, ან გა­უ­მარ­თა­ვია, რაც არის ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­რო. და­ბინ­ძუ­რე­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რაა სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წვრილ სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტებს არ გა­აჩ­ნი­ათ სა­თა­ნა­დო სა­ფილტრი სის­ტე­მე­ბი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო წყლე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ზღავ­ში ჩა­ე­დე­ნე­ბა. ასე­ვე, ერთ-ერთი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია გა­უ­მარ­თა­ვი ნარ­ჩე­ნე­ბის სის­ტე­მა ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ხდე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და­სუფ­თა­ვე­ბა. არ­სე­ბობს ბევ­რი უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლი, სა­ი­და­ნაც წყალ­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბი, ნა­გა­ვი, ხვდე­ბა მდი­ნა­რე­ებ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბი­დან კი - შავ ზღვა­ში. ასე­ვე, პრობ­ლე­მას ქმნის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ფილტრე­ბი, ე.წ. შამ­ბო­ე­ბი, რაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, გა­უ­მარ­თა­ვია. ისე­დაც, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი კუს­ტა­რუ­ლი სა­ფილტრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის გამო სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლე­ბის ჩა­დი­ნე­ბა ხდე­ბა პირ­და­პირ მდი­ნა­რე­ებ­ში და მდი­ნა­რე­ე­ბი­დან ზღვა­ში. ასე­ვე, გა­მოწ­ვე­ვაა მდი­ნა­რე­ე­ბი ბარ­ცხა­ნა, ჟი­ლი­ნის არხი, კუ­მის წყა­ლი და ა.შ. რომ­ლე­ბიც არის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი კერა. პრობ­ლე­მაა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნეც ამ კუ­თხით. ხში­რად, ჩვენ არ ვუფრ­თხილ­დე­ბით შავ ზღავს და ვა­ნაგ­ვი­ა­ნებთ პლი­აჟს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი ბა­თუ­მის მთა­ვა­რი ნა­გავ­საყ­რე­ლის ფაქ­ტორ­საც, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოა. ეს ნა­გავ­საყ­რე­ლი არის გან­თავ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის მარ­ჯვე­ნა დელ­ტა­ზე, ყვე­ლა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ნორ­მის დარ­ღვე­ვით, რის გა­მოც უცა­ბე­დი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის დროს ხდე­ბა ნაგ­ვის ჩა­ტა­ნა მდი­ნა­რე­ში, ხოლო მდი­ნა­რი­დან ზღავ­ში. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი იბი­არ­დთან და მისი და­ფი­ნან­სე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო ახა­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის გან­თავ­სე­ბა აჭა­რა­ში და მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცია, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მა­შინ ვერ მო­ხერ­ხდა. მაგ­რამ ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გა და, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ცე­ცხლა­ურ­ში მო­ე­წყო­ბა ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ნა­გავ­საყ­რე­ლი. თუმ­ცა ეს გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. - ხდე­ბა თუ არა შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის კონ­ტრო­ლი სე­ზო­ნუ­რად, რათა დად­გინ­დეს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ბა­ნა­ო­ბა? - დიახ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტო და არა მხო­ლოდ ეს უწყე­ბა, იკ­ვლევს შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს პე­რი­ო­დუ­ლად, კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ჩხირ­ზე, ვირუს­სა და ძა­ლი­ან ბევრ პა­რა­მეტრზე. ამ კვლე­ვე­ბით დგინ­დე­ბა, რომ შავი ზღვის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ბა­ნო კუ­თხით, არის კარ­გი, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან ანა­ლი­ზე­ბის აღე­ბა არ ხდე­ბა ობი­ექ­ტუ­რად. რო­დე­საც ჩვენ ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს, სინ­ჯე­ბი უნდა იქ­ნეს აღე­ბუ­ლი პლი­აჟ­თან ახ­ლოს წყლი­დან, სა­დაც ბა­ნა­ობს ადა­მი­ა­ნი და არა სიღ­რმი­დან, სა­დაც წყა­ლი გა­ცი­ლე­ბით სუფ­თაა და იფილტრე­ბა. იმ სიღ­რმე­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, არ ცუ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ეს ანა­ლი­ზე­ბი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა სან­დოდ. ეს ხება, დიდი ალ­ბა­თო­ბოთ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად.- რა ტი­პის ნაგ­ვით არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ზღვა? - ძი­რი­თა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბა ხდე­ბა პლას­ტი­კი­თა და პლასტმა­სით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ზღავ­ში ხვდე­ბა. პლას­ტი­კა და პლას­მა­სი არის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა მსოფ­ლი­ოს­თვი­საც. ასე­ვე, გვხვდე­ბა მა­კუ­ლა­ტუ­რა, თუ­ნუ­ქის ბოთ­ლე­ბი, ხის ანახ­ვე­ტე­ბი, საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი და ა.შ. მა­კუ­ლა­ტუ­რა და ხის ტო­ტე­ბის მოხ­ვედ­რა ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნოა ადა­მი­ა­ნის­თვის, ვიდ­რე პლას­ტი­კის, რომ­ლის დაშ­ლაც არ ხდე­ბა გა­რე­მო­ში. სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან არის ბმა­ში. რო­დე­საც ბინ­ძურ­დე­ბა ზღვა, ეს აბინ­ძუ­რებს იხ­ტიო ფა­უ­ნას, თევ­ზებს და შემ­დეგ ხვდე­ბა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში. რაც იწ­ვევს ტყვი­ის მა­ტე­ბას და სხვა­დახ­ვა ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­ჩე­ნას ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში. - რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ და თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იმის­თვის, რომ შავი ზღვა და­ვიც­ვათ და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან? - სა­ქარ­თვე­ლომ 1992 წელს ხელი მო­ა­წე­რა ბუ­ქა­რეს­ტის კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან დაც­ვას, ჩვენ ამას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ასე­ვე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის დახ­ვე­წა. უნდა გან­ხი­ორ­ცი­ელ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი მცი­რე ტი­პის სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტებ­ზე და მოხ­დეს კონ­ტრო­ლი იმი­სა, თუ რა­მე­ნად იცა­ვენ ისი­ნი რე­გუ­ლა­ცი­ებს. გარ­და ამი­სა, წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ამ მხრი­ვაც არ­სე­ბობს ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა. თუ ჩვენ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით და მი­ნუ­მუმ ჩვენს საკ­ვებ ნარ­ჩე­ნებს არ მო­ვის­ვრით ზღვა­ში, ამით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ვი­ცავთ ზღავს და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან.
0