გამოდი, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი — ბადრი ესებუას მამის მიმართა

ByOn.geGeorgia
0
ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში იდენტიციფიცირებული ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს. მისი ვიდეომიმართავ კვირამ გაავრცელა.
"შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ. არ ჩამოხვედი. სად ხარ? არაფერი არ ვიცით, შენი ადგილსამყოფელი. თუ რამე შეგიძლია ან კომუნიკაცია არ გაქვს, ჩვენც არ გვაქვს კომუნიკაცია. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას. ეს არის ჩემი სათქმელი", — ამბობს ტარიელ ესებუა.
#News
ByOn.geGeorgia
0