რომელი საკვები სჯობს, ვიყიდოთ, როცა სახლში დარჩენას გვირჩევენ?

0
11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში, თვითიზოლაცია არამხოლოდ სამოგზაურო ისტორიისა თუ მათთან კონტაქტის მქონე ადამიანებისთვის გახდა სავალდებულო (!) ვირუსის სიმპტომების არქონის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანის სახლში დარჩენის რეკომენდაცია გაიცა. სკოლები და უნივერსიტეტების ნაწილი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, სამსახურები კი დისტანციური მუშაობის მოდელზე… გარდა ამისა, სხვადასხვა ბიზნესმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, მომხმარებლებზე ზრუნვა და კორონავირუსის პერიოდის შემსუბუქება გადაწყვიტა და დღემდე, ახალ-ახალი ინიციატივები ჩნდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციებიც გაიცა და როგორც გვირჩევენ, სოციალური დისტანცირების ნაწილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავშეკავებას, მათ შორის, სუპერმარკეტებში სიარულის შეზღუდვას მოიაზრებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის იმ პროდუქტების ჩამონათვალი გაგვეზიარებინა, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, სახლიდან გასვლის საჭიროება, მაქსიმალურად, შეამციროთ. ზოგადი რეკომენდაცია ასეთია: შეარჩიეთ საკვები, რომელსაც თაროზე დიდხანს შეინახავთ: დაკონსერვებული პროდუქტები, მაკარონი, ბრინჯი და პარკოსნები. ასევე, თქვენი საყინულე გამოიყენეთ, სადაც შეინახავთ: პურს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილს და სხვა. (!) რაც მთავარია, გაითვალისწინეთ! იყიდეთ იმდენი, რამდენიც ნამდვილად გჭირდებათ. სხვების მოთხოვნილებებსაც ნუ დაივიწყებთ. ახლა კი, დეტალურად, რა უნდა იყიდოთ თქვენი საკუჭნაოსთვის? – ალისა პაიკი, რეგისტრირებული დიეტოლოგი და კვების კომუნიკაციების მენეჯერი სურსათის საერთაშორისო ინფორმაციის საბჭოში, გვირჩევს: ლობიო და პარკოსნები ეს პროდუქტი არა მხოლოდ დიდხანს ინახება, არამედ ლობიოში, დაახლოებით, 25% ცილაა, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მცენარე მდიდარია, აგრეთვე, ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. B ჯგუფის ვიტამინები ლობიოში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ასევე, უხვადაა მასში A, C, E, K და PP ვიტამინები, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინმჟავები. ასევე, ბარდა ან ოსპი, მაგალითად, სალათებში შეგიძლიათ, აურიოთ ან წვნიანებისთვის გამოიყენოთ. გარდა ამისა, სახლში მომზადებული ჰუმუსისთვისაც მშვენიერი არჩევანია. დაკონსერვებული თევზი პროტეინების შესანიშნავი წყაროა დაკონსერვებული ან ჰერმეტულად შეფუთული თევზი, მაგალითად, ტუნა ან ორაგული, რომლებიც გულის ჯანსაღი ფუნცქიონირებისთვის საჭირო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. მიწისთხილის კარაქი პროტეინებისა და ჯანსაღი ცხიმის მისაღები არაჩვეულებრივი საშუალებაა და ამასთან, მისი ბევრ საკვებთან შეხამებაა შესაძლებელი: კრეკერებთან, პურთან, ვაშლთან, ბანანთან. ვისაც მიწისთხილზე ალერგია აქვს, მათთვის მზესუმზირის კარაქია რეკომენდებული, რომელიც შესაბამისად, მზესუმზირის მარცვლებისგან მზადდება. მაკარონი, თათაბო და ყავისფერი ბრინჯი შვრია გარდა სასარგებლო თვისებებისა, შენახვის ვადა დიდხანს აქვს. დაკონსერვებული, უშაქრო ხილი და ბოსტნეული და არ დაგავიწყდეთ ქილის ან დაკონსერვებული ტომატის წვენი. ჩირი, პოპკორნი და დიახ, შოკოლადი ქლიავის, გარგარის, მოცვისა თუ ლეღვის ჩირი, ქიშმიში – რკინისა და ანტიოქსიდანტების მიღების ტკბილი წყაროა. ნუში, აკაჟუ, ფისტები, მიწის თხილი და პეკანის თხილი; მზესუმზირისა და გოგრის თესლი, ასევე, გემრილი და სასარგებლო გადაწყვეტაა სალათებში ასარევად თუ რამდენიმე მარცვლის ჯანმრთელობისთვის ჩასაკვნეტად. ასევე, შავი შოკოლადი როგორც სასარგებლო, ასევე, ნოყიერი საკვებია და ტკბილის მიღების სურვილსაც შეგიმცირებთ. წყალი, რძე – ვარგისიანი ხანგრძლივი შენახვისთვის და ყავა გახსოვდეთ, რომ სითხის მიღება აუცილებელია. გადაუდებელი შემთხვევების ზოგადი წესი ასეთია, რომ დღეში, მინიმუმ, ერთი გალონი (5 ლიტრამდე) წყალია საჭირო. თუმცა, თუ თქვენ ჩვეულებრივ ონკანის წყალს სვამთ ან რაიმე სახის ფილტრი გაქვთ, ბევრი წყლის შეძენაზე ნუ იდარდებთ. რძე კალციუმისა და იმუნური სისტემის მასტიმულირებელი ვიტამინების კარგი წყაროა, რაც შეეხება ყავას, გაითვალისწინეთ, გაქვთ, თუ არა საკმარისი კოფეინი, რასაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებთ. პური, გაყინული ხორცი და ახალი ზღვის პროდუქტები ისარგებლეთ თქვენი საყინულეებით, რომელიც გაყინული ხორცის შესანახად გამოგადგებათ. იმიტომ, რომ ცხოველური ცილები: ზღვის პროდუქტები, ფრინველი და საქონლის ხორცი საყინულეში კარგად ინახება. ასევე, პარმეზანის მსგავსი მაგარი ყველი მაცივარში დიდხანს ძლებს. დამატებით, ხილი და ბოსტნეული გაყინულ ხილს შეიძლება, იმდენივე, ხანდახან უფრო მეტი ვიტამინიც კი ჰქონდეს, ახალთან შედარებით – ნათქვამია კვლევაში. გაყინული მარწყვი, მოცვი და ატამი შეიძლება საუზმისთვის გამოგადგეთ. ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, სატაცური და მწვანე ლობიო შეგიძლიათ, როგორც მარტო ისე მაგალითად, მაკარონში ან ბრინჯში არეული მიირთვათ. რაც შეეხება ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს, მათთვის შეფუთული საკვები კარგი ალტერნატივაა: გაყინული ლობიოს ბურიტო, გაყინული ვეჯიბურგერები და გაყინული ვეჯი პიზა.
#დარჩისახლში
#კორონავირუსი
#გავუფრთხილდეთერთმანეთს
0