ახალი კორონავირუსი აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში დაფიქსირდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139267 ახალი კორონავირუსი, COVID-19, უკვე აშშ-ის ყველა შტატში დაფიქსირდა. ბოლო შტატი, სადაც კორონავირუსი არ იყო დაფიქსირებული დასავლეთ ვირჯინია იყო, თუმცა პირველი შემთხვევა 17 მარტს გამოვლინდა. ამჟამად აშშ-ში ვირუსით დაავადების სულ 6, 524 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 116 ადამიანი. აშშ-ის 12 შტატში უვე დაიკეტა ბარები და რესტორნები. გადაიდო წმინდა პატრიკის დღეზე დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე ყველა სპორტული ღონისძიება. აშშ-მა ერთი თვით უკვე შეაჩერა ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლა. ამერიკის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ აშშ-ში დაბრუნება. შეზღუდვა არ შეეხება ტვირთბრუნვას. მიმოსვლის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ აშშ და კანადაც.
0