დღეიდან პოსტებთან ერთად ჩემს ლექსებსაც გაგიზიარებთ.
#პოეზიააძლიერებსიმუნიტეტს
რა არის მარტოობა? - სულიერი მდგომარეოაბა, რომელიც მელანქოლიაში იღებს სათავეს თუ განმარტოების შესაძლებლობა- სივრცეში, სადაც შენი თავის წინაშე ნამდვილი ხარ.
მე ეს უკანასკნელი ვერსია უფრო მიზიდავს, ალბათ ამიტომაც ვიწოდები ინტროვერტად.
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით მითუმეტეს თემატური და აქტუალურია.
...
სული უძრავი...
ხიდზე ქალია...
ზღვები ირევა-თითქოს ბრძოლაში...
ფოთოლთ ნამია,
სიზმართ ზვავია...
მელანქოლიურ მოძრაობაში...
დაშთა ველები,
დაშთა ფერები,
ვარსკვლავთ ქვითინი
უსასობაში...
უსასობითვე
გარდასახული,
თავშეფარული
მარტოობაში...