ოთხშაბათს, 18 მარტს, 21 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და "სექტორი 3-ის" თანაორგანიზებით "მადლიერების ტაშის" აქცია ჩატარდება. ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს.
ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ადამინები, რომლებიც რისკავენ თავიანთი სიცოცხლით ჩვენი სიცოცხლისთვის ნამდვილად არიან სულ მცირე ტაშის ღირსნი, შემოგვიერთდით ❤️??
Tbilisi
Batumi
Senaki