ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები არ გაძვირდება- განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, აღნიშნული 7 პროდუქტია, რომლებზეც საქართველოს ბაზარზე ყველაზე გაზრდილი მოთხოვნაა და შესაბამისად ამ პროდუქტების ფასის შესანარჩუნებლად შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ფასებს დააზღვევს.
„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი იმისთვის რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის, სავალუტო რისკები იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს 18 მარტის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

#stopcovid19
#covid19
#კორონავირუსი