ბარ "ბაუჰაუსიდან" გაუჩინარებული 2 ახალგზარდა, მაშველებმა მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მტკვარში "ბაუჰაუსის" მეორე დაკრგული თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძის ცხედარიც იპოვეს.
რამდენიმე საათით ადრე მაშველებმა მტკვარში "ბაუჰაუსის" კიდევ ერთი თანამშრომლის, ბაია ბერუაშვილის ცხედარიც იპოვეს. შეგახსენებთ, რომ "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვი სამი დღის წინ, გამთენიის 5 საათზე ბარიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. ბოლო ადგილის, სადაც ისინი შენიშნეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ვერცხლი ქუჩა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00საათზე შემოვიდა. საქმეზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.
#ახალიამბები
#გააჟღერე
Feedc
0