5 votes
comments
1 shares
Save
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება
86 reads
Mediamall
Tbilisi · 4 months ago

ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებას „კოვიდ19“ არ შეეხება, მოემზადეთ ისე, თითქოს შეეხება. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

მან სოლიდარობისთვის ყველა პარტნიორს გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის დამარცხებისთვის ყველას ძალისხმევის ცენტრში სწორედ ამგვარი სულისკვეთება უნდა იყოს.

„კოვიდ19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა... ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით, და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშაც ხართ. გვესმის, როგორი დამამწუხრებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, გვესმის, რომ სხვადასხვა ქვეყანა და საზოგადოება სხვადასხვა სიტუაციაშია, დაავადების გადაცემის სხვადასხვა დონით. ყოველდღიურად, ჯანმო ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, სპეციფიკური სიტუაციების მიხედვით.

ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს - მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შეუძლია.

„თუმცა, იმედი არის, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია - ფიზიკური დისტანციის ზომების მიღებამ, როგორიცაა სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და თავშეყრის სხვა ტიპების გაუქმება, შეიძლება, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელების შენელებას; ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემცირებას; და შეიძლება, ეპიდემიები მართვადი გახადოს. მაგრამ ეპიდემიის კონტროლისა და ჩახშობისთვის, შემოწმებები, მკურნალობა და კონტაქტების დადგენა ყველა ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ხერხემალი უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

#stopcovid19 #covid19 #coronavirus #კორონავირუსი #who
Mediamall
Tbilisi · 4 months ago
5
Write a comment
1