იზოლაცია და კარანტინი მთავარია პანდემიის დაძლევაში - ამირან გამყრელიძე

0
"ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ორი მეთოდით უკვე სერიოზული შედეგები მიიღო ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და ასევე რამოდენიმე სხვა ქვეყანამ. ამიტომ თუ ჩვენ ამას დავიცავთ კარგად მოვეკიდებით მაღალი პასუხისმგებლობით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეპიდემიის გამო დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება", — თქვა ამირან გამყრელიძემ. 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 216.
#coronavirus
#coronaviruslive
#კორონავირუსი
#დარჩისახლში
0