4 votes
0 comments
0 shares
Save
რეზერვების გაყიდვა გრძელვადიან ეფექტს ვერ მოგვცემს - გიორგი კეპულაძე
71 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139308

რეზერვების გაყიდვა გრძელვადიან ეფექტს ვერ მოგვცემს - ამის შესახებ განცხადება, „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ გააკეთა.

„ასეთ კრიზისულ პერიოდებში, როდესაც ეკონომიკური ფაქტორები გაუფასურების გამომწვევია, რეზერვების გაყიდვა იძლევა მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს და არ გვაძლევს გრძელვადიან შედეგს. უნდა დაველოდოთ, როდის დაკონვერტირდება იმპორტის მაჩვენებელი. ჩვენ გაგვიძვირდება იმპორტი, შესაბამისად შევიძენთ ნაკლებს და შემოვიტანთ ნაკლებს ქვეყანაში. რაც შემდეგ ვალუტის დაბალანსების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივხედოთ ჯანდაცვას, ეპიდემიის საფრთხე და გავრცელება შევამციროთ, შემდეგ უკვე დადგება დრო როდესაც ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ეკონომიკას და მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დახმარება“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელმა გიორგი კეპულაძემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
პირობას ვდებ, რომ ოქტომბერში "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და აუცილებლად დავიწყებთ საუკუნის პროექტს
პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ აუცილებლად, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გააკეთა. გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა დასკვნა მიუთითებს ერთსა და იმავე ფაქტს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება. "მე მგონია, რომ უკვე არ დარჩა დედამიწის ზურგზე ქვეყანა, ექსპერტი და ადამიანები, რომლებიც არ არიან ინფორმირებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ჯაფარიძის ე.წ. საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბოლო 2 წელია, მიმდინარეობს ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენც დღეს წავიკითხეთ ეს დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არის მომზადებული. ეს გახლავთ ავსტრალიელი ექსპერტი, რომელიც 30 წელია, ამ სფეროში მოღვაწეობს და ეს არის უკვე მერამდენე დასკვნა იმისა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, არამედ არანაირ დანაშაულს არ ჰქონია და ვერ ექნებოდა ბუნებაში ადგილი 12 წლის წინანდელ საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი პროკურატურის მიერ დასმული მოსამართლეების და საერთოდ, მართლმსაჯულების გაუკუღმართებული სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენ წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს საქმე. მამუკა ხაზარაძის თქმით, ,ქართულმა ოცნებამ" იმასაც მიაღწია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვძლიერდებით, ვიზრდებით და ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ და ამ შედეგს ჩვენ მათ ვაჩვენებთ ოქტომბერში, როცა ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ბოლო 8 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა არის დამუხრუჭებული. საზოგადოება არის პოლარიზებული, მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ,,ქართულმა ოცნებამ" იმასაც მიაღწია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ნელა, რა თქმა უნდა, სამართალი ურმით მოძრაობსო, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, მაგრამ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და უკვე იზეიმა. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი დისკრედიტაცია ვერანაირად და ვერც მოახერხებდნენ. ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტი - ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. და ამის გზად აირჩიეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის - ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორების დისკრედიტაცია, რაც მათ არ გამოუვიდათ. მე პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ აუცილებლად, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ის ცდილობს, თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ,,ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. უნდა დასრულდეს ეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ნორმალური განვითარება. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ მოვახერხოთ კარგი შედეგების შენარჩუნება, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ცდილობს, ის თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და ცდილობს, გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს სრულიად დამოუკიდებელმა ცნობილმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, სადაც ამხილა პრაქტიკულად ეს 2 წლიანი პროცესი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენება ხდებოდა 2 წლის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ რაც მთავარია, დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დავიწყოთ ამ მანკიერი სისტემის ნელ-ნელა გასტუმრება და ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას. ეს არის მთავარი მიზანი, ეს არის თავისუფლების ძირითადი წყარო - კანონის უზენაესობა და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს...
იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს, რათა გამოიყვანოს თავისი კომპანიები ჩინეთის ბაზრიდან და სხვა რეგიონები აითვისოს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძემ იაპონიის მთავრობისა და თეთრი სახლის განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეინიშნება მნიშვნელოვანი ტენდენცია - სხვადასხვა კომპანიები ტოვებენ ჩინეთის ბაზარს და დაგეგმილია სხვა რეგიონებში გადანაცვლება. ამ მხრივ კი საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. ,,ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, თუნდაც იაპონიის მაგალითზე, რომ მთავრობამ გამოყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი მისი კომპანიებისთვის, რომ გამოვიდნენ ჩინეთიდან. ასევე, 200 მილიონამდე გამოყო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან. ყველა ძირითადი ქვეყანა შეეცდება, ძირითად ბაზებთან ახლოს მოახდინოს გადაადგილება. ამ მხრივ საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. მდგომარეობაში იგულისხმება საქართველოს შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასევე, ზღვით გვაქვს კავშირი ევროკავშირის მნიშვნელოვან პორტებთან, გვაქვს წვდომა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მნიშვნელოვან ბაზრებთან, თავისუფალი უბარიერო ვაჭრობის რეჟიმი. ეს ფაქტორები საინტერესოს ხდის საქართველოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. იაპონიასთან ერთად დღეს გავრცელდა თეთრი სახლის განცხადება ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის - ლარი კუდლოუს მიერ, რომ შტატებმა უნდა მიბაძოს იაპონიას და მოახდინოს ამერიკული კომპანიების გამოსვლა, გადანაცვლება ჩინეთიდან სხვა რეგიონებში. ტენდენცია ნელ-ნელა ძალას იკრებს და ამ თვალსაზრისით საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა. მან უნდა გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და ინტერესი იმ ქვეყნებისადმი, რომელიც განიხილავენ ალტერნატიულ მდებარეობას იმისათვის, რომ ახლოს იყვნენ ძირითად ბაზრებთან. ასეთი კომპანიებისთვის, შესაძლოა, საქართველო გახდეს ძალიან საინტერესო ადგილი მათი წარმოების გადმოსატანად. საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ იაპონიასა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, არამედ ეს შეიძლება საინტერესო გახდეს სხვა ქვეყნების კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც კრიტიკული იქნება უტარიფო წვდომა ევროკავშირის ბაზარზე ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზე. ესეც საქართველოს დიდი უპირატესობაა. დღეს საქართველომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გააძლიეროს ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, კვალიფიციური მუშახელის შექმნაში. ჩვენ რომ მიმზიდველი გავხდეთ წამყვანი კომპანიებისთვის, უნდა შევქმნათ შესაფერისი სტრუქტურა. საქართველოს პირდაპირი წვდომა აქვს ევროკავშირთან ზღვით. ზღვის ინფრასტრუქტურას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. თანამედროვე პორტს და მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სამომავლო პერსპექტივაში’’,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება, რადგან ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა. ,,უმნიშვნელოვანესია, რომ პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა, ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებები გახდეს სასარგებლო. ცვლილებები კი იქნება დრამატული და მნიშვნელოვანი. ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, ეს კი შეიძლება შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხარჯზე. ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე მაღალკვალიფიციური მუშახელი, გეოგრაფიული მდებარეობა თუ საგადასახადო სისტემა. ეს პერსპექტივა საქართველოს აქვს. ამ პროცესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმები კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. საერთაშორისო მოთამაშეებისთვის ეკონომიკური დავების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საარბიტრაჟო ელემენტები ეკონომიკური დავების განსახილველად. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების გამო დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის უნდა შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დღესვე უნდა გადაიდგას’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 2 weeks ago
დროა დავემშვიდობოთ ჰაერის დაბინძურებას
😷კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, მოგვეცა საშუალება გვესიამოვნა სუფთა ჰაერით. მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც სამწუხაროა-როგორც კი შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ჰაერის დაბინძურებამ კვლავ იფეთქა. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ჰაერის დაბინძურების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაც კარანტინამდე იყო, ფილიპინებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. 😷წიაღისეული საწვავის წვის შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 4,5 მილიონი ნაადრევი სიკვდილი ფიქსირდება. 2018 წლის რეპორტის თანახმად კი, ჰაერის დაბინძურების საფასური დღეში 8 მილიარდს შეადგენდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიო შიდა პროდუქტის 3,3 %-ს შეადგენს. ხოლო ჯანმოს მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 91%-ის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურება, დადგენილ სტანდარტზე მაღალია, ანუ ძალინ საშიშია. 😷რაც ყველაზე ცუდი და თან ცხადია, ჰაერის დაბინძურება ასუსტებს ორგანიზმს, რის შედეგადაც იგი უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული დაავადებების მიმართ (მაგ.: კოვიდ-19). იგი ძალიან სარისკოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ არის მათ შემთხვევებში კორონა ვირუსი მომაკვდინებელი. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გაზარდოს კოვიდ-19 -ით გამოწვეული სიკვდილიანობა. 🆘და აქვე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მომაკვდინებელი ჰაერის დაბინძურება, ისევ ჩვენთან არის!😷 🌍კორონა ვირუსისგან მიღებული გაკვეთილები კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიო დრამატულად შეიცვალა. პანდემიის შედეგად, ჰაერის დაბინძურების საკითხმა ბევრი ქვეყანის ყურადღება მიიპყრო, რადგან მათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად იხილეს ლურჯი, სუფთა ცა. ♻️ალბათ ჩნდება კითხვა, როგორ მივაღწიეთ ამას? მთელს მსოფლიოში, ბევრმა ქარხანამ და ინდუსტრიულმა საწარმომ შეწყვიტა მუშაობა პანდემიის გამო, რამაც ბუნებრივად შეამცირა წიაღისეული საწვავის წვა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, როგორიც არის ინდოეთი, უბრალოდ შეამცირეს მუშაობა, რამაც პროპორციულად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. ქუჩები და ტრასები დაცარიელდა ტრანსპორტისაგან, რამაც ასევე ხელი შეუწყო, ჰაერის სისუფთავეს. 🌍სწორედ ამ მსოფლიოში არსებული ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების დრამატულად გაჩერების შედეგად ჩვენ ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს. ნასას სატელიტით დაფიქსირებული მონაცემები, გვიჩვენებს აზოტის დიოქსიდის (NO2) მნიშვნელოვან ვარდნას კორონა ვირუსის დაფიქსირების შემდეგ. „ეირ ვიზუალ“-ის სპეც. რეპორტიდან აღმოვაჩენთ, რომ წვრილი ნაწილაკები - PM2.5- იც საგრძნობლად დაეცა 10 დიდ ქალაქში. გრინფისის ინდოეთის ანალიზის მიხედვით კი, ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე პირელად გამოჩნდა ჰიმალაის მთები, კარანტინის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ.🌲🌳 პანდემიამ ჩვენი აწმყო აქცია ულევი გამოწვევების ხანად და ამავდროულად ბევრი ფასეული გაკვეთილი მოგვცა: • შესაძლებელია მივიღოთ სუფთა ჰაერი, როდესაც მიღებულია სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები. • ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ლურჯი ცა, თუ გავაუქმებთ წიაღისეული საწვავის წვას ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. • ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაც შეიძლება ნაკლები დაბინძურება გამოვიწვიოთ, მაგ.: ვიმოგზაუროთ ნაკლები, მოკლე დისტანციებზე ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ვიმუშაოთ სახლიდან (თუ ეს შესაძლებელია). ♻️სუფთა ჰაერის სუნთქვა რეალურია ქვეყნების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს კი სულაც არ გულისხმობს ისევ კარანტინში მოქცევას ქვეყნებსა და ქალაქებს, ამისათვის მთავრობების სწორი აქცენტები და გადაწყვეტილებებია საჭირო.🌍 ♻️წარმოგიდგენთ სამ ძირითად ცვლილებას რომელიც დაგვეხმარება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, იმ დროს როდესაც თან ეკონომიკის სტიმულაცია უნდა მოხდეს და თან კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ.♻️ 1️⃣ ფოკუსირება უნდა მოხდეს მწვანე საფარზე გრძელვადიან პერიოდში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მთავრობის დაფინანსებამ და სტიმულირების ზომებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი ინდუსტრიების წარმოებას, რომლებიც გამოყოფენ დამაბინძურებლებს. მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური პაკეტები უნდა ასტიმულირებდეს მწვანე საფარის შექმნას. მაგალითად, მათ ხელი უნდა შეუწყონ დამაბინძურებელი ინდუსტრიიდან კადრების გადამზადება/გადაყვანას ეკომეგობრულ ინდუსტრიებში. ✊მთავრობამ ასევე უნდა მოსთხოვოს დამაბინძურებელ სექტორებსა და კომპანიებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვების შემცირება. ეს ქმედებები ასევე დაეხმარება პარიზის შეთანხმების მიზნის განხორციელებას- გლობალურ დათბობის ლიმიტირებას 1,5 გრადუსის ქვემოთ, რაც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, სავსებით რეალურია. 🇩🇪 ამის კარგი მაგალითია გერმანიის განცხადება, რომ ქვეყნისგან კოვიდ 19 შემდგომი ეტაპისთვის დასახმარებლად გამოყოფილი 130 მილიარდი, არ გაიცემა პრემიებად, ბენზინის ან დიზელის მანქანის მყიდველებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს მასტიმულირებელ ბიუჯეტს დაბინძურების წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება ამ ქმედებების პოზიტიური ეფექტი. 2️⃣ ახლანდელი ენერგიის სისტემების რეფორმა განახლებად ენერგიას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერის დაბინძურება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წიაღისეული საწვავით მიღებულ ენერგიაზე, რომელიც ამწვავებს ჰაერის დაბინძურებას. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ყველა სამომავლო გეგმა, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაქსიმალურად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. 3️⃣ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იყოს „მწვანე“ და ხალხზე მორგებული ტრანსპორტის სისტემა არის კიდევ ერთი და მთავარი ჰაერის დაბინძურების წყარო, რომელიც განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს ურბანულ ადგილებში. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება, პირველ რიგში მეტი ტროტუარისა და ველო ბილიკების შექმნით. ♻️ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტის ხმარებიდან ამოღება და ნულოვანი დაბინძურების მქონე, ელექტრო ძრავის ან სხვა ნაკლებად მავნებელი ტრანსპორტით ჩანაცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული და ხელმისაწვდომი საზ. ტრანსპორტის სისტემის დანერგვა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კარანტინმა, ასე ვთქვათ გამოაღვიძა, უკვე მუშაობს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებზე, რათა ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ გლობალურ დათბობაზე და ისუნთქონ სუფთა ჰაერი. 4️⃣ გამკაცრდეს რეგულაციები ჰაერის დაბინძურებაზე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებაზე გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, ხელს შეუწყობს გლობალურ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ✊თუ კი რეგულაციები გამკაცრდება ელექტრო სადგურების, ინდუსტრიული დაწესებულებებისა და ტრანსპორტის მიმართ, ჩვენ მარტივად მივიღებთ გაუმჯობესებულ ჰაერს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ჰაერის დაბინძურების სრულად აღმოფხვრა და თუ ჩვენ ამ ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოვახერხებთ, დანარჩენსაც აუცილებლად მივაღწევთ. 👌ასევე აუცილებელია რეალურ დროში ჰაერის მონაცემების დეტალურად შესწავლა და დაწვრილებითი მონაცემების ქონა, ამ შემთხვევაში ხალხი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და კიდევ უფრო მოწადინებული, გაუარესების შემთხვევაში, გამოასწოროს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა და სამხრეთ აფრიკა, მანქანებზე და ნახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე, არა მხოლოდ არ გამკაცრებულა არამედ, რეგულაციები საგრძნობლად შემცირებულია. ასეთი მიდგომა კი გააუარესებს ჰაერის დაბინძურებას და უფრო მეტი ხალხის სიცოცხლეს მოაქცევს რისკ ქვეშ. ბევრი ექსპერტი ამბობს, თუ მსოფლიო დაიწყებს სიმწვანის სტიმულირებას ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერს, არამედ იძლევა უზარმაზარ პოტენციალს გადააქციოს დედამიწა მცირე ნახშირის მომხმარებელ საზოგადოებად. ბევრ ჩვენგანს აქვს იმედი რომ ჰაერი გაუმჯობესდება, ამასობაში კი ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ჰაერის დონე არ დაუბრუნდეს პრე-პანდემიის მაჩვენებელს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია რეალურად ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრება, ახლა კი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
300,000-მდე ადამიანმა დაკარგა შემოსავალი - ნიკა გილაური უმუშევრობის ზრდის შეჩერების შესახებ
საქართველოს ექსპრემიერმა და საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსის" დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა იმ პოლიტიკის შესახებ, რაც მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ არსებულ ვითარებაში, უმუშევრობის მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად უნდა გააკეთოს. გილაური ამბობს, რომ ქვეყანაში 150,000-დან 300,000-მდე ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, ამის აღდგენისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პირდაპირი ფულადი დახმარება გაუწიოს მათ დამსაქმებლებს, იმ პირობით, რომ ისინი თანამშრომლებს შეინარჩუნებენ. "პირველი პრობლემაა უზარმაზარი უმუშევრობა. ერთ დღეს, 150,000 - 300,000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო. ეს ის ხალხია, ვისაც დანაზოგი ან არ აქვს, ან არც თუ ისე ბევრი დანაზოგი აქვს. პირიქით, მათ კრედიტები აქვთ აღებული. ესაა ის ხალხი, ვისთვისაც ხელფასი იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო. ესაა პირველი პრობლემა - რა ვუშველოთ და როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შევქმნათ რაიმე სერიოზული ფინანსური პრობლემა მაკროეკონომიკურ დონებზე. ბევრი წინადადება იყო ამასთან დაკავშირებით, ითქვა, რომ ამჟამად არის შექმნილი დრო, როდესაც ე.წ. "ფული ვერტმფრენიდან" უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და ფული დაარიგოს. ეს არის როდესაც ეროვნული ბანკი ან პირდაპირ მთავრობა ნაღდ ფულს ურიგებს მოსახლეობას. ეს შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, ნორვეგიამ ან განვითარებულმა ქვეყნებმა, რადგანაც მათ ეს საშუალება აქვთ. საქართველოს შემთხვევაში ამის გაკეთება უფრო რთული იქნება და ეს უნდა გაკეთდეს მცირე კომპანიების მეშვეობით, იმ კომაპნიების მეშვეობით, რომლებიც ამ ეტაპზე დაიხურნენ და მათ არავითარი შემოსავალი არ აქვთ. შესაბამისად, მათ უნდა შევუქმნათ გარკვეული კომფორტი, რადგან არ მოახდინონ მათ ამ თანამშრომლების სამუდამოდ გაშვება. რაღაც თანხები ამ კომპანიებმა უნდა მიიღონ, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული მათი თანამშრომლების შენარჩუნებისთვის. ამის გაკეთება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდიან გადასახადებს და საბანკო პროცენტებს და თუ მათ გარკვეული შემოსავალი ექნებათ მთავრობისგან, იმიტომ რომ ეს ბიზნესები დღეს სრულიად დაკეტილია, მათი ფულადი ნაკადები გახდა 0-ის ტოლი. მე არ მჯერა, რომ ასე საჩუქრად მიცემული ფული ეფექტური იქნება, ამიტომ ჩვენი ფორმულა არის უფრო იმგვარი, რომ მთავრობამ გასცეს თანხები და ამ თანხების საფასურად აიღოს ვაუჩერი. ამ ვაუჩერის გამოყენება კი მთავრობის მიერ შესაძლებელი გახდეს, უკვე მას შემდეგ ამ ვაუჩერს დაურიგებს პირველ ტურისტებს და ეს იქნება გარკვეული მარკეტინგული ნაბიჯი, ან თუნდაც აუქციონს გამართავს და გაყიდის ტურისტულ სააგენტოებზე მომსახურებას და გარკვეულ თანხებს, რომლებსაც ახლა დახარჯავს, მას მომავალში ამოიღებს. ეს თანხები, რომლებიც წავა ამ კომპანიებში, აუცილებლად უნდა იყოს იმ პირობით, რომ ეს კომპანიები არ გაუშვებენ თანამშრომლებს სახლში და ამ თანხას გამოიყენებენ სწორედ თანამშრომელთა ხელფასებისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მაისის ბოლოს, როდესაც კარანტინი მოიხსნება და ხალხი გამოვა ქუჩებში, მათ რაიმე თანხა მინიმალურად დახარჯვისთვის ჰქონდეთ და სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე არ დადგეს ეკონომიკა. ეს არის ალბათ ის, რაც პირველ რიგში არის გასაკეთებელი. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს", - ამბობს ნიკა გილაური.
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Vako Nt
Tbilisi · 4 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი - ანტონიო გუტერეში
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო? შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი ზეგავლენა აქვს ამას ეკონომიკებსა და საზოგადოებებზე, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მაგრამ არ ვარ გაკვირვებული, რადგან სამწუხაროდ, ფაქტია, მსოფლიომ ვერ შეძლო გაერთიანებულიყო და ერთად გამკლავებოდა COVID19-ს, ერთმანეთთან შეთანხმებულად. ყველა ქვეყანამ თავისი პოლიტიკა გაატარა, ქვეყნებს ჰქონდათ განსხვავებული ხედვები, სტრატეგიები და ამან საშუალება მისცა ვირუსს გავრცელებულიყო, ემოგზაურა ერთი ადგილიდან მეორეზე… ჩვენ დაგვჭირდება პანდემიაზე საერთაშორისო საპასუხო რეაქციის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც ყველა ქვეყანას ექნება დამატებითი, როგორც COVID19-თან ბრძოლის, ისე მისგან გამოსვლის, შემდეგ ქვეყნების ხელახლა გახსნისა და აღდგენის სტრატეგიები. ამერიკა-ჩინეთს შორის ძალების დატოლებას და პროპაგანდისტულ ომს გულისხმობთ, რომელიც COVID19 პანდემიის შემდეგ დაიწყო? ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩვენ გვაკლია ლიდერობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მთავარი ქვეყნები, მთავარი ძალები შეძლებენ გაერთიანებას, შეძლებენ ჰქონდეთ ერთიანი სტრატეგია და შემდეგ, მათთან ერთად გაერთიანდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს ერთგვარი შესაძლებლობა, კერძოდ, კლიმატის ცვლილებასთან, მსოფლიოში გაბატონებულ უთანასწორობასთან და იმ ხარვეზებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენს სოციალურ დაცვის სისტემაში არსებობს – ეს შეიძლება იყოს სხვანაირად აღდგენის შესაძლებლობა. მაგრამ ეს მოითხოვს ბევრად უფრო ეფექტურ საერთაშორისო თანამშრომლობას. დააგვიანა თუ არა ჯანმომ განგაშის ზარი? ჯანმოს წევრმა სახელმწიფოებმა თქვეს, რომ მათ არ მიუღიათ გაფრთხილება იანვარში ან თებერვალში. ვფიქრობ, როდესაც გაფრთხილება იყო, ეს, სულ მცირე, საკმარისი იყო ბევრისთვის იმის გასაკეთებლად, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, რომ სერიოზულად შევხედოთ იმას, რაც მოხდა, შევისწავლოთ და ვისწავლოთ გაკვეთილი აქედან. ჩემი აზრით, ახლა არ არის ეს მომენტი, ახლა არის მომენტი, რომ კონცენტრირებულად მივმართოთ ძალისხმევა COVID19–ის დამარცხებისკენ. შეცდომა იყო თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა დაფინანსება ჯანმოსთვის? მიმაჩნია, რომ აუცილებელია WHO-ში მაქსიმალური რესურსების შენარჩუნება, რადგან არსებულ ვითარებაში შეუძლებელია მისი ჩანაცვლება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების მიწოდებაში და დღეს ჩემი მთავარი წუხილი სწორედ განვითარებადი სამყაროა. განვითარებად სამყაროზე გაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მოცემულ მომენტში არ არის გულუხვობის საკითხი, ეს საკუთარი ინტერესის საკითხია. გლობალური ჩრდილოეთი ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ გლობალური სამხრეთი იმავდროულად არ დაამარცხებს მას. როგორი უნდა იყოს ახალი რეალობა, რომელიც პანდემიის შემდეგ უნდა დადგეს? ვფიქრობ, ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ რაღაცები გავაკეთოთ სხვანაირად. ნათელია, რომ მსოფლიო ძალიან მსხვრევადია/სათუთია იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, რის წინაშეც ვდგავართ. ეს მსხვრევადობა აშკარად გამოჩნდა პანდემიასთან მიმართებაში, რადგან ეს იყო მყისიერი ზეგავლენა. ბევრს ეჭვი ეპარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხანგრძლივ პროცესში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უკვე აქ არის და ვიცით, რომ ის უკვე დამანგრეველია. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღდგენის პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ ყველაფერი იყოს უფრო მეგობრული მწვანე ეკონომიკის, მწვანე საზოგადოების მიმართ. წყარო: batumelebi.netgazeti.ge
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
ქართველი "ქურდები" - სტატისტიკა და კრიმინალური გავლენა
რა როლს ასრულებს თურქეთის ეკონომიკაში პოსტსაბჭოთა „ქურდული ობშჩიაკი“ არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში 442 „კანონიერი ქურდია“. აქედან, დაახლოებით, 70% ქართველია, დანარჩენები კი პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები არიან. რეალურად, ცნება „კანონიერი ქურდი“ სწორედ საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა და სხვა ქვეყნების კრიმინალურ წრეებში მათ, როგორც მაფიოზებს, ისე მოიხსენიებენ, თუმცა თავად ქურდები ყველგან ადასტურებენ, რომ მაფიოზი სხვა ვინმეა და ქურდი _ სხვა. 442 ქურდიდან 346 ანუ აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლებაზეა. მათგან 70 ქურდი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, 46 სასჯელს იხდის, 27-ზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. „კანონიერი ქურდები“ საქართველოშიც იხდიან სასჯელს, მაგრამ მათი რიცხვი მალე განულდება, რადგან სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ქვეყნიდან უშვებენ და, სასჯელის შიშით, საქართველოში „ქურდის“ სტატუსის მქონე პირები აღარ ბრუნდებიან. ისე, ესეც პარადოქსია _ ადამიანს იჭერენ და ასამართლებენ იმის გამო, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს და ეს ჩვენი კანონმდებლობით ისჯება. სასჯელის მოხდის შემდეგ, ქურდი სტატუსს არ კარგავს, მაგრამ ის ციხიდან გამოჰყავთ და უშვებენ. რა გამოდის? _ უშვებენ ადამიანს, რომელსაც იგივე სტატუსი აქვს, რის გამოც გაასამართლეს. იმას ნამდვილად არ ვამბობთ, ამ სტატუსის გამო ადამიანებს სამუდამო უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა რომ დასახვეწია, ფაქტია. * * * გასულ კვირას, ბულგარელმა სამართალდამცავებმა, უკრაინელი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე, ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდის“, გიორგი კილაძის (იგივე გეგა ოზურგეთსკი) ექსტრადაცია მოახდინეს. ბორისპოლის აეროპორტში კილაძეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „გიორგი კილაძე პირველი „კანონიერი ქურდია“, რომელიც უკრაინის ციხეში ზის. შეიძლება ითქვას, ლენტი გაჭრილია და კიდევ არაერთ „კანონიერ ქურდს“ დავიჭერთ“, _ ეს განცხადება უკრაინის ნაციონალური პოლიციის შეფმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა გააკეთა ანუ მან დაადასტურა ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია _ საქართველოსა და რუსეთის შემდეგ, „კანონიერი ქურდების“ დევნას, მხოლოდ სტატუსის გამო, უკვე უკრაინაც იწყებს. იგივე მიმართულებით მუშაობს ბელორუსიც და ძალიან დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა მალე ჩაწერს კანონმდებლობაში მუხლს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს მხოლოდ ქურდული სტატუსის გამო დაიჭერენ. სხვათა შორის, რუსი სამართალდამცავები ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდნენ და მხოლოდ „კანონიერ ქურდებს“ აღარ იჭერენ. ასევე, გასულ კვირას, დაღესტანში შამილ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსის ქონა წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. რა მოხდება მას შემდეგ, როცა ქურდებს დევნას, პრაქტიკულად, ის 15 სახელმწიფო დაუწყებს, სადაც აღნიშნული სტატუსის მატარებელ პირებს ცნობენ? _ რა თქმა უნდა, საშველი, ამ შემთხვევაში, ევროპაა, თუმცა ევროპელი სამართალდამცავებიც ნელ-ნელა შეეგუვნენ რეალობას და ცდილობენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები ქვეყანაში არ გააჩერონ. * * * „მიმდინარე პროცესები ქურდული სამყაროსთვის ძალიან მძიმეა. ყველამ იცის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გვავიწროვებენ და ქურდები გამოსავალს ეძებენ. ამ ეტაპზე, გამოსავალი, უბრალოდ, არ ჩანს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში რომ დაიწყო იმის მტკიცება, ქურდი ვარო და „რამკები ამტვრიო“, ჯერ უნდა აუხსნა მთელი პროცესი, სტრუქტურა, რასაც უბრალოდ, ვერ გაიგებენ. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ იცის ყველამ, რეალურად რას წარმოადგენს ქურდი, მაგრამ ქვეცნობიერში მუდამ იყო ამ ადამიანების მიმართ შიში თუ პატივისცემა და ამას ვერ წაშლიან. ამიტომ, სამიზნე ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირია და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა. არის ასევე, აზიის ქვეყნებიც, სადაც მარტივად შეიძლება თავის გატანა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს, მაგრამ მერე და მერე, თუ აზიაში ძალიან ბევრი ქურდი ჩავა, იქაც პრობლემები იქნება“, _ გვეუბნება პირი, რომელიც დღეს თურქეთში ცხოვრობს და დღე-დღეზე ელოდება, რომ „ქურდული ოჯახის“ წევრი გახდება. სხვათა შორის, თურქეთში, დუბაიში, ყაზახეთსა და უზბეკეთში არაერთი ქურდი დამკვიდრდა და ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით თურქეთზე ითქმის, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად იცის, ვის უშვებს ქვეყანაში, მაგრამ ქურდებს ადგილობრივ ეკონომიკაში ფულის ჩადებას სთხოვს. საქმე მილიონებს ეხება და ქურდებიც, ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, ფულს თურქულ ბიზნესში აბანდებენ. ერთი შეხედვით, ეს გამოსავალია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ასე იყო თავის დროზე რუსეთშიც, როცა იქაური ეკონომიკის წამოწევა სწორედ „ქურდული ობშჩიაკით“ გადაწყდა, მაგრამ როგორც კი ბაზარზე კონკურენცია დაინახეს, ქურდებმა კონკურენტები გზიდან ან დაშინებით ჩამოიშორეს, ან უბრალოდ, დახოცეს. შესაბამისად, არც თურქეთი უნდა იყოს შორს ამ მოცემულობისგან და როცა კრიმინალური სამყარო იგრძნობს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას საფრთხეს რომელიმე ბიზნესმენი უქმნის, ამ ბიზნესმენზე ნადირობის სეზონი აუცილებლად გამოცხადდება და რა მოხდება შემდეგ, უკვე თურქეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია. * * * ჯერჯერობით მშვიდი ვითარებაა დუბაიში, სადაც ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ დამკვიდრდა. თავად სალიფოვი ცდილობს, რომ ზედმეტად თვალში არავის გაეჩხიროს და დუბაიში რაც შეიძლება, ნაკლები კოლეგა ჩავიდეს. მას სურს, რომ დუბაიში სიმშვიდე იყოს და იქიდან მართოს ის უზარმაზარი კრიმინალური სინდიკატი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა. ისიც სათქმელია, რომ დღეს საქართველოში მყოფ „კაი ბიჭების“ კასტაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სალიფოვს აქვს და ეს განსაკუთრებით ქვემო ქართლში იგრძნობა. უფრო მეტიც, ქვემო ქართლში სამართალდამცავებმა უკვე არაერთი პირი დააკავეს, რომელიც ცდილობდა მცირე თუ საშუალო ბიზნესისგან ხარკი სწორედ „გულის“ სახელით აეკრიფა. მართალია, თითქმის ყველა შემთხვევაში თავად სალიფოვმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მის სახელს, უბრალოდ, იყენებდნენ, მაგრამ არიან ადამიანები (მაგალითად, რუსთავში), რომლებსაც მისი სახელის გამოყენების ოფიციალური უფლება აქვთ და ამას არცთუ იშვიათად აკეთებენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა „გულის“ დახმარება კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებისთვის სთხოვეს და ის „სკაიპით“ რამდენჯერმე ჩაერთო და თავისი „ოქრო სიტყვაც“ თქვა, რომელიც ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე შესრულდა. * * * არცთუ მარტივი ვითარებაა აჭარის რეგიონში. იმის გამო, რომ თურქეთი ორ ნაბიჯშია, ძალიან ხშირია საზღვარზე გადასვლის, ქურდებთან შეხვედრის, მათგან მითითებების მიღებისა და, ზოგადად, „საქმის გარჩევის“ შემთხვევები. მას შემდეგ, რაც აჭარაში ქურდებთან სატელეფონო საუბრების გამო არაერთი პირი დააკავეს, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა. სამართალდამცავები ამის კონტროლს ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ, რადგან ვერავის ეტყვიან, გინდა თუ არა, ქურდთან შესახვედრად მიდიხარო. მეორე მხრივ, შესაძლებელია, ეჭვმიტანილ პირთა თვალთვალი, მაგრამ ეს ფართომასშტაბიან სამუშაოს მოითხოვს, შესათანხმებელია თურქულ მხარესთან პროცედურები, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულმა მხარემ თვალთვალი ან მიყურადება განახორციელოს, რაც ფინანსურის გადა, პროცედურულადაც სერიოზულ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ქართულ მხარეს კვირაში შესაძლოა, ათი ეჭვმიტანილი ჰყავდეს, ათი კაცის თვალთვალს, მინიმუმ, 20 კაცი სჭირდება, იქ სხვა თანამშრომლები და სამართალდამცავთა ამხელა კონტიგენტს მეზობელი სახელმწიფო აუცილებლად ეჭვის თვალით შეხედავს. * * * ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ „კანონიერი ქურდების“ მიმართ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მათთვის „სამოთხედ“ შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიები იქცეს, თუმცა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც არ არის ტერიტორიულად ისეთი მასშტაბების, რომ ასეულობით ქურდი აიტანოს. მით უმეტეს, აფხაზეთში გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებულია და მას უსისხლოდ არავინ დათმობს. რაც შეეხება სამაჩაბლოს, მართალია იქ „კანონიერი ქურდების“ დიდი რაოდენობა არ შეინიშნება, მაგრამ ცხინვალის გაკონტროლებას ვლადიკავკაზში მყოფი კრიმინალები ცდილობენ და არსებული სიტუაციის ფონზე, ეს არცთუ ცუდად გამოსდით. წყარო : ბათო ჯაფარიძე
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა...”-ჭიჭინაძე
ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა, ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა! - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. „ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა! რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს. ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?! კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ. ეს ხომ საგანგებო სიტუაციაში გასატარებელი ღონისძიებებია?! მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის დანგრეული ეკონომიკა, რომელიც ამ კრიზისის შემდეგ შეგვრჩება. მითუმეტეს, როდესაც სახეზეა რეალობა, როცა ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ბანკებისთვის ადამიანებს 3 თვის კი არა, 10 თვის პროცენტის გადახდა მოუწევთ დოლარში და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ზის და შემოსავალი ლარში არ ეზრდებათ. ამიტომ, ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის, ვინ სად, ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს; უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება; გადასახადების დაწევა ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები. ეს ყველაფერი კი იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ როდესაც კორონავირუსის კრიზისი გადაივლის, ადგილობრივი წარმოება შევინარჩუნოთ, მოვახდინოთ მისი განვითარება; არა მარტო შევინარჩუნოთ ის მცირე სამუშაო ადგილები, რაც დღეს გაგვაჩნია, შევქმნათ ახალი. მთავარი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
მთელს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მორწმუნე საზოგადოების ნაწილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2006 წლის ქადაგება გაახსენა, როდესაც ილია II-მ ახალი წლის ღამეს იქადაგა და საზოგადოებას „იოანეს გამოცხადებაზე“ დაყრდნობით გაახსენა უფალის მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი, სადაც მე-6 – ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს ეკლესია იგულისხმება. „ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს აი, მე დაგიფარავ შენ! ასე მიმართავს უფალი საქართველოს ნახეთ სრულად პატრიარქის ქადაგება: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი – არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი, მარტიდან იწყებოდა. საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად იმისა ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, – ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ – როგორი ცვალებალიბაა ჩვენში – სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, – ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: „ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე“. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და – ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა – ბოროტისაგანაა, – იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავთარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია – სილამაზე თუ სიკეთე, – უნდა ახსოვდეს რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება იგი ღმერთს შორდება. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება. რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს. დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო. მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?! დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ – მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ. თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რმო მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად, ან ადამიანის ბუნების თვისებად. წმიდა წერილში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს“. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ – „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და „არა განკითხვა“. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, – აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმის