6 votes
0 comments
0 shares
Save
სოციალური ქსელები კორონავირუსზე დეზინფორმაციის შეზღუდვაზე მუშაობენ
83 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/?newsid=139311#

„ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, რატომ იბლოკება კორონავირუსთან დაკავშირებული პოსტები. " ფეისბუქში" აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის შეზღუდვაზე მუშაობენ და ისეთ პოსტებს შლიან, სადაც ვირუსის მკურნალობის ყალბ საშუალებებზეა საუბარი.

ახალი შეზღუდვების გამო ავტომატურად დაიბლოკა ისეთი ტექსტებიც, რომლებიც პანდემიის შესახებ ინფორმაციას შეიცავნენ. ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის შესახებ განცხადებები „გუგლმა“, „ტვიტერმა“, „მაიკროსოფტმა“ და „ლინქდ-ინმა“ გაავრცელეს.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 months ago
შეთქმულების თეორია, რომელიც კორონავირუსს 5G-სთან აკავშირებს, ასე უბრალოდ არ გაქრება.
ეს სტატია იმიტომ ვთარგმნეთ, რომ საქართველოშიც ხშირად შეგვხვდა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული ტექსტები თითქოს ყველა დავიღუპებით და დამთავრდა ყველაფერი 5 G ანტენების გამო ))) გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც წაიკითხონ ✔️❤️ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც ჰაერის დაბინძურებიგან გამოწვეული დაავადებების გამო 2 წელიწადში 6 284 ადამიანი დაიღუპა , მაგრამ ვებრძვით წარმოსახვით "მკვლელებს" 5 G ანძებს მსგავსად დონ-კიხოტისა რომელიც ამაოდ ებრძოდა ქარის წისქვილებს ❗️ დროა გამოვფხიზლდეთ და ერთად, დროულად ვიბრძოლოდ : ჰაერის, საკვების და წყლის ხარისხის გამოსასწორებლად ✊✊✊ ეხლა გთავაზობთ ჩვენს მიერ ნათარგმნ ტექსტს : 👇👇👇 შეთქმულების თეორია, რომელიც კორონავირუსს 5G-სთან აკავშირებს, ასე უბრალოდ არ გაქრება.🤦🤦‍♀️ (CNN) - კორონავირუსის გავრცელების შეკავება ისეთივე რთულია, როგორიც მის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის.🙅‍♂️ ვირუსთან დაკავშირებული შეთქმულების ერთ-ერთი უახლესი, უსაფუძვლო თეორია არის ის, რომ 5G ქსელი - შემდეგი თაობის უსადენო ტექნოლოგია, რომელიც აგრძელებს მსოფლიოს დაფარვას, ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას. ✔️✔️✔️ეს ასე არ არის.✔️✔️✔️ ინტერტეტში გავრცელდა დაუსაბუთებელი განცხადებები 5G-სა და covid-19-ს შორის სავარაუდო კავშირზე, სადაც ახალი შეთქმულების თორეტიკოსები ცდილობენ, უკვდავყონ ჭორი, რომ გლობალური ელიტა ვირუსის გასავრცელებლად 5G-ს იყენებს. დახვეწილმა ალგორითმებმა ეს მიმოთქმა უფრო გააძლიერა და წინა პლანზე წამოწია.❗️ ოფიციალური პირების განცხადებით გაერთიანებულ სამეფოში სატელეფონო ანძებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები მოტივირებული იყო ცრუ შეთქმულების თეორიებით. მსახიობი ვუდი ჰარელსონი და მომღერალი მია იმ ცნობილ სახეებს შორის არიან, ვინც მსგავს განცხადებებს მილიონობით მიმდევარს შორის ავრცელებენ.🤦 არ არსებობს სამხილი ან მტკიცებულება, რომ 5G ხელს უწყობს Covid-19-ის გავრცელებას, მაგრამ მაინც, თეორია კვლავ ცოცხლობს.🧐😎 რა არის 5G ქსელი, როგორ გავრცელდა ეს ცრუ თეორიები და რატომ აგრძელებენ ისინი არსებობას: როგორ მუშაობს 5G რამდენიმე თეორიიდან, რომლებიც 5G-ს Covid-19-თან აკავშირებს, ერთ-ერთის მიხედვით, 5G ქსელი გამოცემს რადიაციას, რომელიც აქვეითებს იმუნურ სისტემას და ინფიცირებისკენ მიდრეკილს გვხდის. ამის გასაქარწყლებლად უნდა ვიცოდეთ, რა არის 5G.😇 ✔️5G არის შემდეგი თაობის უსადენო ქსელი, რომლისგანაც მოელიან ტექნოლოგიების ტალღის გააქტიურებას, რომელიც შეცვლის ადამიანის ცხოვრების და მუშაობის წესს.✔️ პოტენციური აპლიკაციები მოიცავს თვითმართვად ავტომობილებს, დისტანციურ ქირურგიას და ავტომატურ ქარხნებს, თუმცა ასეთ ცვლილებებამდე მაინც დიდი დროა. დიდი განსხვავება 4G-სა და 5G-ს შორის არის მეტი სისწრაფე, მაღალი გამტრარუნარიანობა და მოწყობილობებსა და სერვერებს შორის კომუნიკაციაში დაყოვნების ნაკლები დრო. 5G სიგნალი გადის ახალ რადიოტალღებზე, რაც მოითხოვს აღჭურვილობის განახლებას სატელეფონო ანძებზე.✊👌🛰 ქალაქებში 5G ქსელის მონტაჟი 2018 წელს დაიწყო, უფრო მეტად კი 2019 წელს გავრცელდა, იმავე წელს, როცა ვუჰანში, ჩინეთში, კორონავირუსმა იფეთქა. შეთქმულების თეორეტიკოსებმა უმალ დაუკავშირეს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობდა. ინტერნეტში აზიარებდნენ შეერთებული შტატების ორ რუკას, რომლებიც გვიჩვენებდნენ Covid-19-ის გავრცელების კრიტიკულ ზონებს და ტერიტორიებს, სადაც 5G დამონტაჟდა. გასაკვირი არაა, რომ ამ რუკებზე გვხვდება საერთო მონიშნული ადგილები - დიდი ქალაქები, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამო, ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების მეტი ალბათობაა, მეორე მხრივ, სხვა, უფრო ხალვათად დასახლებულ ტერიტორიებთან შედარებით, აქ უფრო ადრე დამონტაჟდა 5G ქსელი (თუმცა ირანში 5G არ დამონტაჟებულა, ის მაინც Covid-19-ის ერთ-ერთი წითელი ზონაა).❗️❗️ 5G/Covid-19-ის თორეტიკოსების უმეტესობა დაკავშირებულია ჯგუფებთან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უსადენო საჰაერო ტალღები იწვევს სიმსივნეს, თუმცა ამ მოსაზრების გასამყარებელი სანდო არგუმენტიც არ არსებობს.☘️ ✔️✔️✔️კვლევებმა აჩვენა, რომ რადიოსიხშირულ ტალღებს უშუალოდ დნმ-ის ან ქსოვილების დასაზიანებლად საკმარისი ენერგია არ აქვთ. ✔️✔️✔️ მათი ენერგიის დონეები უფრო დაბალია, ვიდრე - ისეთი ტექნოლოგიების, როგორებიცაა მიკროტალღოვანი ღუმელი და ტელევიზორი. მეტიც, 5G სიგნალის ობიექტში შეღწევადობა ნაკლებია 4G სიგნალთან შედარებით.👌👌 წყარო :
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
,,ფეიკ-ნიუსები” და სოციალურ ქსელში ქართველი მედიკოსებისთვის მოპარული იდენტობები
გასული საუკუნის ბოლოს ტექნოლოგიების განვითარებამ უზრუნველყო ალტერნატიული ინფორმაციული სისტემის გაჩენა, რომელმაც მომხმარებლებს სრულიად ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. ინტერნეტმა გააფართოვა საკომუნიკაციო პერსპექტივები. მისმა მულტიმედიურმა და ჰიპეტექსტურმა შესაძლებლობებმა ხელი შეუწყო ინფორმაციის მომენტალურ, დროში შეუფერხებელ გადაცემას, მიმდინარე მოვლენებში აუდიტორიის მეტ ჩართულობას, უკუკავშირისა და რეაგირების გაჩენის შესაძლებლობას, თუმცა ახალი მედიის მზარდი პოპულარობის პირობებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმაც მეტი აქტუალურობა შეიძინა. სოციალურმა სივრცემ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მისცა დროითი და სივრცითი შეზღუდვის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ეს უკანასკნელი კი შეიძლება იყოს როგორც რეალური და გადამოწმებული ფაქტი, ასევე, ტყული, ჭორი და დეზინფორმაცია, რაც სპეკულაციისა და ფალსიფიკაციის შესაძლებლობას აჩენს. ყალბი ამბები განსაკუთრებული ზიანის მომტანი კრიზისულ სიტუაციებშია და ეს კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც კარგად გამოჩნდა. ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით Covid 19-თან დაკავშირებით ხშირად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მართვა ფოტო-, ვიდეო- თუ ტექსტური მანიპულაციებით. ვრცელდება მითები, კონსპირაციული თეორიები, ითესება შიში და პანიკა, ამ ყველაფრის კონტროლის რეალური ბერკეტები და მექანიზმები კი არ არსებობს. გარდა ამისა, ფეისბუქში იქმნება ყალბი ანგარიშები იმ მედიკოსების სახელით, რომლებიც დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგან. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი. ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამირან გამყრელიძე მხოლოდ ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. დღესვე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ფეისბუქში მისი სახელით გამოქვეყნებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. მედიკოსმა საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციონ ყალბ ანგარიშებს და განმარტა, რომ თავად სოციალური ქსელით საერთოდ არ სარგებლობს. ფაქტია, რომ ყალბი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა სასურველი მიმართულებით წარმართონ საზოგადოებრივი აზრი და გავლენა მოახდინონ არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ დღის წესრიგზე. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ ყალბი გვერდების მიღმა სწორედ პოლიტიკური ინტერესები იმალება. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, შეარყიონ ხალხის რწმენა და დააჯერონ მოქალაქეები, რომ ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან გამკლავებას ვერ შეძლებენ. ასევე, ყალბი ანგარიშები ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ხელს უწყობენ იმ ადამიანების მარგინალიზებას, რომელთაც დღეს საზოგადოებაში დიდი ნდობა გააჩნიათ. ესენი არიან პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და სხვანი. აღნიშნული მედიკოსების სახელით ვრცელდება ცრუ იფორმაცია არსებული რესურსების, ეპიდსიტუაციიის, ვირუსის პრევენციისა და მისგან განკურნების მეთოდების შესახებაც. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ ,,ფეიკ ნიუსებისა” და ყალბი ანგარიშების შექმნის უმთავრეს მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის გზით წარმართვა წარმოადგენს. პოლიტიკური ჯგუფები თუ ცალკეული პირები სოციალური ქსელის შესაძლებლობებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ და მიზანმიმართულად ავრცელებენ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რითაც ცდილობენ საყოველთაო დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში. უწყვეტ საინფორმაციო ნაკადში მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გადაამოწმონ გავრცელებული ინფორმაციის წყარო, ვებგვერდის წარმომავლობა და სანდოობა, რათა უნებლიედ არ გახდნენ კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლნი.#ყალბიანგარიში #ამირანგამყრელიძე #მარინაეზუგბაია #პაატაიმნაძე #კორონავირუსი #დეზინფორმაცია #ფეიკნიუსი #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში fecebook-მა წაშალა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის სახელით შექმნილი შექმნილი ყალბი ანგარიში Facebook-მა წაშალა. ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში ერთ-ერთი იყო იმ ანგარიშებიდან, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა. DFRLab განმარტავს, რომ ლევან რატიანის სახელით შექმნილი ანგარიშის მიზანი ფართო აუდიტორიის მიზიდვა იყო, რადგან საქართველოში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, მხოლოდ რამდენიმე ექიმის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ აუდიტორიის მიზიდვის შემთხვევაში, მოგვიანებით ამ ანგარიშს დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ. გარდა ამისა, DFRLab-ის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილთან და მის მედია Espersona-სთან დაკავშირებულ ყალბ გვერდებს შორის მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყალბი გვერდიც. ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამო Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო. როგორც DFRlab-ის კვლევაშია ნათქვამი, Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები. „კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიური მდგომარეობის გამო ქართული საზოგადოება განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ვირუსოლოგიური მდგომარეობის მართვის შესახებ. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი იყო ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული. წაშლილ ანგარიშთაგან ერთ-ერთი იყო ექიმ ლევან რატიანის სახელით გაკეთებული ანგარიში, რომელიც ყოველდღიურად აწვდიდა აუდიტორიას სიახლეებს კორონავირუსთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ კვლევაში. შეგახსენებთ, რომ ეს Facebook-ის მიერ ჩატარებული მეორე დიდი წმენდაა ქართულ სოციალურ სივრცეში - წაიშალა რვაასამდე ყალბი ანგარიში, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო „ესპერსონა“ მართავდნენ. წაშლილია ყანდიაშვილისა და მისი ცოლის პირადი ანგარიშებიც.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
სომხეთმა ​კორონავირუსის კარანტინის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღო
სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას პატიმრობის შემოღებაზე პირებისთვის, რომლებსაც დაუმტკიცდებათ კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევა, რათა შესუსტდეს კორონავირუსის გავრცელების ტემპი. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით 23 მარტს დაამტკიცეს, სამ დღეში მას შემდეგ, რაც მას პირველი თანხმობა მისცა ეროვნულმა ასამბლეამ. მთავრობამ ჯარიმების შემოღება გასულ კვირაში გადაწყვიტა, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სომხეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსით ინფიცირების 194 შემთხვევაა აღრიცხული, მსხვერპლი არ არის. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კარანტინში 600-მდე ადამიანია, ასობით პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალი კანონით, წესების დარღვევის გამო პატიმრობის ვადა ერთიდან ხუთ წლამდე იქნება, ასევე შემოდის 1 მილიონ დრამამდე, ანუ 2,000 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ჯარიმებს ტელევიზიებისთვის, რადიოსთვის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის, რომლებიც ვირუსის შესახებ არაავტორიზებულ ინფორმაციას გაავრცელებენ. პირველი ვერსიით, კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის შესახებ მედიის და სოციალური მედიის ყველა ტექსტში ასახული უნდა ყოფილიყო სამთავრობო წყაროების ინფორმაცია. მაგრამ ამ პუნქტს შეეწინააღმდეგნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - ისინი აცხადებდნენ, რომ ამით ცენზურა დაკანონდებოდა და პრესის თავისუფლება არამართებულად შეიზღუდებოდა. ბოლო დღეებში სომხეთის სულ მცირე ორ მედიასაშუალებას უბრძანეს, ვებსაიტებიდან წაეშალათ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხელისუფლებამ ფეისბუკის რამდენიმე მომხმარებელიც აიძულა, წაეშალათ პოსტები, რომლებშიც კრიტიკა იყო გამოთქმული მთავრობის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლის შესახებ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს - ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვაახლებთ სწავლას სკოლებში, ვხსნით რესტორნებსა და სასტუმროებს. როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია. რაც შეეხება ტესტებს, ჩვენც საქართველოს მსგავსად უპირატესობას ვანიჭებთ PCR ტესტირებას, უკვე მალე დავიწყებთ ანტისხეულებზე ტესტირებასაც. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ეპიდემიის კონტროლის კუთხით. „ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს. მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
სკანდალი - ფეისბუქმა ყანდიაშვილთან და ხელისუფლებასან დაკავშირებიული 790 ყალბი ანგარიში წაშალა
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში ონლაინსივრციდან წაშალა, რომლებსაც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც. აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-ის ​ ადმინისტრაცია ავრცელებს. „როგორც DFRLab-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი, კოკა ყანდიაშვილი და მისი მეუღლე, თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გაშიფრული სქემის ხელმძღვანელები იყვნენ. მათი ანგარიშები წაშლილია, რადგანაც დაკავშირებული იყო იმ ჯგუფებთან და გვერდებთან, რომლებიც პროსახელისუფლებო და ხშირად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ ყალბი ახალი ამბების გავრცელებით“, - ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ამავე ინფორმაციით, წაშლილია კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე ახალი ამბების სააგენტო „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ათობით გვერდი და ჯგუფიც, რომლებსაც რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა. ჯამში წაიშალა 790 ანგარიში - 511 გვერდი, 122 ჯგუფი, 101 ფეისბუკის და 56 ინსტაგრამის ანგარიში - ყველა მათგანი, ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციით, მართული იყო „ესპერსონას" მიერ. უმრავლესობა კი ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი. ანგარიშები იქმნებოდა სხვადასხვა სამედიცინო მუშაკისა თუ ოპოზიციონერი ლიდერის სახელითაც. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი იყო ანგარიშები, რომლებიც, მკვლევართა ვარაუდით, მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული. Facebook-ის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ყალბი ანგარიშები პროსახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები იყო, რომლებიც ეწეოდნენ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მმართველი პარტიის ოპონენტთა დისკრედიტაციას. სპეციალურად ამ სქემის ფარგლებში შექმნილი ახალი ამბების სააგენტოების მიერ წარმოებულ კონტენტს, რომელიც უმეტესწილად ანტიოპოზიციური შინაარსის იყო, „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ყალბი ანგარიშები აზიარებდნენ მათივე შექმნილ ჯგუფებში - ამის შესახებ DFRLab-ის კვლევაში ვკითხულობთ. როგორც მკვლევრები წერენ, ყალბი გვერდებისა და ანგარიშების აქტივობა სოციალურ ქსელში, უმეტესწილად, ჯგუფებში კონტენტის გაზიარება იყო - ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღების არსებობის დროს. ზოგიერთი მათგან 2019 წლის ივნისისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა და ძირითადი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაცია იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის ინფორმაციით ამ ჯგუფებში ხშირად ზიარდებოდა ნიუსები ისეთი სააგენტოებიდანაც, რომლებსაც რუსული დომეინი ჰქონდათ, მაგალითად, Geoposts1.ru და Informaciebia.ru. როცა მომხმარებელი ამ სააგენტოების გვერდზე გადადიოდა, ის ავტომატურად ხვდებოდა ისეთი რუსული სააგენტოების ვებგვერდებზე, როგორებიცაა - Debatnews.ru და todaynewss.ru. ეს ვებგვერდები აქვეყნებდნენ სიახლეებს სენსაციური სათაურებით და განთავსებული ჰქონდათ რეკლამები clickbait შინაარსის საშუალებით ფინანსური წახალისების შესახებ. Facebook-მა ქართული ყალბი ანგარიშები ამ შემთხვევამდე, ერთხელ, 2019 წლის დეკემბერში უკვე წაშალა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ყველა სამხედრო, ვისაც ექნება ვირუსის ან სეზონური გრიპის ნიშანი, გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. „მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Tbilisi · 2 months ago
პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მოუსმინეთ ბავშვებს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს
„სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე - არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ. შეადგინეთ კვირის გეგმა - გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა. გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით. ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს. ჩაერთეთ მთელი ოჯახი - სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც. თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype-ის მისამართია: pscenter, - ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.