პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა გარკვეული სმს-ები რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკას ატარებენ.
ჩხრეკა სავარაუდოდ კორონავირუსის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.