“მე, ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო”
18 მარ 2020 საზოგადოება 71 ნახვები
Twitter Facebook linkedin Pinterest
სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის ლაბორანტის პოსტი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვიტირე! ეკატერინე უგრეხელიძე ლუგარის ლაბორანტი…
რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია… ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო, მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე… მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო… შუა ხნის მამაკაცი იყო… გული ისე ამიჩუყდა… მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა… საოცარი… აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება… ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…”
#goodplaces
#politics
#news
#events
#opinion
#photo
#art
#funny
#sport