ვენეციაში კარანტინის გამო წყალი არნახულად გაიწმინდა

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსის გამო იტალიაში კარანტინი გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობა თვითიზოლაციაში იმყოფება - ადამიანები გარეთ გამოსვლას მაქსიმალურად ერიდებიან. ბუნებრივია, ამ ფაქტმა დასახლებულ პუნქტებსა და დიდ ქალაქებზე ცალსახად იმოქმედა. გამონაკლისი არც ვენეციაა - ამ ქალაქში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. იტალიური გამოცემები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი საუკუნის შუა რიცხვების შემდეგ ვენეციაში ასეთი სუფთა წყალი არასდროს ყოფილა. ფოტოები ამას ცხადყოფს - ქალაქში არსებული არხებში ნამდვილად გასუფთავდა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეულმა კარანტინმა ქალაქში არსებულ ჰაერსა და გარემოზე დადებითად იმოქმედა. რაც ყველაზე საინტერესოა - ადგილობრივები ქუჩებში არსებულ სიურეალისტურ სიცარიელეს "დედამიწის დაპაუზება" შეარქვეს.
#coronavirus
#italy
#venice
#pandemy
#პანდემია
#იტალია
#კორონავირუსი
#ვენეცია
#news
#photo
ByM.m.m.Georgia
0