უცხოეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ უწყებათშორისი საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
ბრძანება უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების აფხაზეთში შესვლის შეზღუდვის შესახებ, როგორც ქვეყნის მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავი აქტი, ისე მიიღეს.
ოფიციალური ინფორმაციით ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ შეშვებულ უცხოელთა რიცხვი 565 ადამიანს შეადგენს.
#აფხაზეთი
#საქართველო
#კორონავირუსი
#sokhumidaily