“ოთხი ახალი შემთხვევიდან ცალსახად დადგენილია ოთხივეს ინფიცირების წყარო. ორნი არიან იმ ოჯახიდან, საიდანაც უკვე იყვნენ ინფიცირებული პაციენტები და კიდევ ორის კონტაქტები დადგენილია. არცერთი ამ ოთხიდან არ იყო მოულოდნელი, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში” – განაცხადა იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერვაძემ, “რაც შეეხება 34-ე პაციენტს, რომლის დაინფიცირების წყარო კითხვის ნიშნის ქვეშაა, სპეციალისტების აზრი გაიყო. მე პირადად ვთვლი და ვუერთდები იმ ექპსერტების ჯგუფს, რომლებიც თვლიან რომ ეს არ არის ნამდვილი მეოთხეული გადაცემა, როდესაც პაციენტმა არ იცის, ვისგან დაინფიცირდა. ამ პაციენტმა, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, დიდი ალბათობით იცოდა და დაასხელა ის პიროვნება, ვისგანაც დაინფიცირდა.” – განაცხადა თენგიზ ცერვაძემ “მაუწყებელთან”.
#კორონავირუსი
#საქართველო
#stopcovid19
#covid19
#coronavirus