სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 110-ს მიაღწია

ByM.m.m.Georgia
0
სომხეთში უკანასკნელი 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამჟამად მეზობელ სახელმწიფოში ინფიცირების 110 შემთხვევა ოფიციალურად დასტურდება. საბედნიეროდ, სომხეთში კორონავირუსის გამო არავინ გარდაცვლილა. შეგახსენებთ, 1 კვირის წინ სომხეთში სახიფათო ვირუსის მხოლოდ 7 ფაქტი იყო გამოვლენილი. მას შემდეგ 13 მარტს საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით ჩაკეტა - გადაადგილება მხოლოდ სამოქალაქო პირებს შეეზღუდათ, სატრანზიტო გადაზიდვებს აღნიშნული რეგულაცია არ შეეხო. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს - Worldometers-ის ინფორმაციით, COVID19-ის დაინფიცირების ფაქტი 216, 843-ჯერ გამოვლინდა. აქედან ფატალურად 8, 908 შემთხვევა დასრულდა, ხოლო 84, 383 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#სომხეთი
#პანდემია
#armenia
#coronavirus
#news
ByM.m.m.Georgia
0