სიცოცხლის შენარჩუნება ესეიგი სიცოცხლის ჩუქება

0
გინახავთ კია ვარდი ჭკნობისას როგორ გამოიყურება? მარტივი სათქმელია მაგრამ წარმოსადგენად და აღსაწერად რთულია.თვალით თუ არ ნახე ეს მომენტი ძნელია ილაპარაკო ზედაპირულად მის გაფურჩქვნასა და ჭკნობაზე.იგივეა, ადამიანის დაბადება , დაბერება და სიკვდილი ასე უფრო მარტივად წარმოსადგენია.ყოველი ცოცხალი სულიერი თუ უსულო არსება, ნივთი თავდაპირველად არის ახალშობილი, ძალზედ ახალგაზრდა და სათუთი მოპყრობის დროსაც კი უნდა ვერიდოთ უხეშად ხელით მოფერებასა თუ ხმამაღლა საუბარს.ჩუმი ლაპარაკითა და ნაბიჯების უხმო გადაადგილებით შემოვიფარგლებით ხოლმე რადგან მას არაფერი ვატკინოთ, ძილი არ დავურღვიოთ და ტკბილად განაგრძოს ცხოვრება.გვინდა რომ მუდამ ისეთი ნაზი, წარმტაცი და მშვენიერი იყოს როგორც თავდაპირველად.არ შეიცვალოს, დარჩეს ის როგორიც იყო.მაგრამ ასე, რომ არ არის მოწყობილი სამყაროს წესი? სულ სხვა ცხოვრებას მოიცავს, რომელიც ყოველ წუთს და საათს იცვლება წეღან სხვა იყო ამ წამს კი უკვე სხვა გახდა, ამბავი შეიცვალა ისტორიაც თანამედროვე გახდა, ძველი დაივიწყეს აღარ აინტერესებთ აღარ მისდით თვალი, გული და სული მასზე რადგან ჰგონიათ, რომ ძველი წარსულს ჩაბარდა ულამაზო და არაფრისმომცემი ნანგრევია რომელსაც წარმოშვებაც კი უინტერესო აქვს არადა როგორ ცდებიან ამაში როცა ყურადღებას არ აქცევენ იმ ძვირფასსა და განუმეორებელა რომელიც არასდროს ძველდება, ფუჭდება და ყოველთვის თავისი მშვენიერი სახე აქვს ისტორია რომელსაც არა აქვს დასასრული და მარადიულია ხოლო რაც მარადიულია მას არასდროს ივიწყებენ და არა აქვს დასასრული.მარდჟამ იარსებებს, იცოცხლებს და იცხოვრებს ქვეყნისა და სამყაროს შემოგარენში.ასეა ძვირფასი და სურნელოვანი, მრავალფრად ცნობილი ყველასათვის საყვარელი ვარდი...ვარდი, ყოველთვის ვარდობს როცა პატარაა ცდილობს დედამიწაზე თავის დამკვიდრებას ამიტომაც იკეთებს პაწუკა კოკორს, კოკორი ნელ-ნელა იზრდება მიძინებული ვარდისფურცლები ისევ და ისევ დახურულნი არიან ჯერ გაღვიძებას არ ლამობენ...ისინი წყალს, მზესა და ზრუნვას ითხოვენ, რომ გაიფურჩქნონ და საამოდ ნაზი, ფაფუკი, თხელი ფურცლები გაიშალნონ და დღეც დგება არნახული მათი გაღვიძებისა...ყოველდღე იზრდება, დიდი ხდება სურნელებაც მატულობს და ირგვლივ იჟღინთება სურნელი უკვდავების...სცვივა სინაზედ გარდაქცეულ ყვავილს ფურცლები, იფანტებიან ნელი ნაბიჯებით მიწისკენ...ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება, სცვივდება ყოველ დღეს თითო ფოთოლი აღარაა ისეთი მშვენიერი როგორიც ერთ დროს იყო...სიმახინჯის კვალი დასტყობია ერთ დროს გაშლილსა და ფაფუკ ღელოვან მრავალფერად ვარდის კოკორს...სიძველისკენ მიისწრაფვის, შერჩენილი ფურცლებმა ფერი იცვალეა გაყვითლდნენ და გახმნენ მაგრამ სურნელება ისევ შერჩენიათ რა საოცარია არა? ესაა უკვდავების ნაწილი, ის რაც ყვითლდება, ძველდება მაგრამ მაინც აქვს თავისი დამახასიათებელი სიმშვენიერე.გავიდა მისი დრო, მასზედ მწვანე ღერო, ფოთლები და მწარე ეკლებიღა დარჩა რომელიც არცერთი ადამიანის თითებს არ სტოვებს უკმაყოფილოდ ყველას კბენს რატომ? იმიტომ, რომ აღარ ზრუნავს მასზე ადამიანი მან იფიქრა ``ის დაძველდა.აზრი აღარ აქვს მის მოვლას`` არადა ვარდს ისევ ზრუნვა სჭირდება, მოვლას მოელის ამიტომ იკბინება ასე მწარედ...არ უნდა მიატოვო ერთ დროს შენთვის ძვირფასი მაშინ როცა მას კარზედ ცუდი დღეები და გასაჭირი დაადგება...ისევ შენ უნდა აჩუქო მას ახალი სიცოცხლე და შთაბერო სული.
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0