რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაწვიმდა, თუმცა, ხანმოკლე წვიმა არ აღმოჩნდა საკმარისი იმ ხანძრის კერების ჩასაქრობად, რომლებიც გაგრისა და უკვე სოხუმთან ახლოსაც მძვინვარებს.
გაგრის მიმდებარე ტერიტორია ისევ ცეცხლის ალშია გახვეული, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ხანძრების ძირითადი კერები ლოკალიზებულია.
ამასთან, სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ისევ უარს ამბობს საქართველოს დანარჩენი ნაწილის დახმარებაზე, რუსეთის მიერ ჯერ კიდევ გუშინ დაპირებული სამაშველო ვერტმფრენი კი ჯერაც არ ჩანს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, აფხაზეთისთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია და ამის თაობაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა.
„თქვენგან პირველად მესმის, რომ საქართველო რაღაც დახმარებას გვთავაზობს. ჩვენთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი მცდელობა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ქართველებთან ჩვენ კონტაქტი არ გვქონია“ - განაცხადა ლევ კვიცინიამ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა