ცნობილი ქართველი მსახიობის ოჯახი COVID19-ით დაინფიცირდა
117 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქართველი მსახიობის ოჯახი კორონავიორუსით დაინფიცირდა, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თავად მსახიობმა დაუდასტურა, თუმცა ჩვენ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ.

ვირუსი პირველად მსახიობის ყოფილ მეუღლეს დაუდგინეს, რომლისგანაც ის შვილს და ოჯახის სხვა წევრებს გადაედოთ. თავად მსახიობი დაინფიცირებული არ არის, თუმცა ამჟამად ის თვითიზოლაციაში იმყოფება. ის აქტიურად არის დაკავებული თეატრსა და კინოში, თუმცა ამ ეტაპზე ყველა სპექტკლი და გადაღება შეჩერებულია.

„მე სახლში ვზივარ. ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ველოდები თვითიზოლაციის დრო გავიდეს, რომელიც ორი კვირიდან 20 დღემდეა“, – გვითხრა მსახიობმა.

ირკვევა, რომ მის ყოფილ მეუღლეს მარტის დასაწყისში საქმიანი კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც ამჟამად საქართველოში აღარ იმყოფებიან, თუმცა სავარაუდოდ ისინი ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ.

ყველა ის პირი, ვისთანაც მათ ჰქონდათ შეხება, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

#კორონავირუსი #მსახიობი #საქართველო
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment