5 votes
0 comments
2 shares
Save
მსოფლიო საპატრიარქო: მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება ეკლესიებშ
147 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

მსოფლიო საპატრიარქომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო და განცხადდება გაავრცელა. გადაწყვეტილების ტექსტი საატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა:

“რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხდებს:

მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დაცვისათვის.

აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სეფორში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის.

ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ.

მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დღეს აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.

საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.

იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განარგძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის”.

18 მარტი, 2020 წ. წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან.

#საპატრიარქო #მსოფლიოპატრიარქი #კორონავირუსი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რო
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რო
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება - COVID 19
რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზ
მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება - COVID 19
რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზ
გიორგი აბალაკი
Tbilisi · 4 days ago
კორონა ვირუსი ახალ გამოწვევად იქცა რელიგიური ინსტიტუტებისათვის!
რელიგია ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იგი ნაწილობრივ განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას და გავლენას ახდენს მის მორარულ შეხედულებებზე. შესაბამისად, ხშირად ექსტრემალურ და კრიზისულ ვითარებაში ეკლესიის გავლენა ძალიან იზრდება (მაგ. პოლიტიკური არასტაბილურობის, კონფლიქტების და სხვ.) ან პირიქით საგრძნობლად მცირდება (მაგ. რელიგიური პირების სკანდალები, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების დროს და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ახალი კორონა ვირუსის (covid 19-ის) საქართველოში გავრცელების შემდეგ დღის წესრიგში დადგა რელიგიური ინსტიტუტების როლი შექმნილ მძიმე სიტუაციაში. ვირუსის მოსალოდნელი გავრცელების თავიდან ასარიდებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდებოდა ეკლესიის მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ასე ვთქვათ, ეკლესია მკაფიო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მას ან მორწმუნეთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა ან დაეცვა რიტუალის სიწმინდე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სინოდის სხდომა, რომელსაც უნდა ემსჯელა და განეხილა რელიგიური რიტუალების შემდგომი ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ზიარებასთან დაკავშირებული საკითხი, მორწმუნეთა ტაძარში თავმოყრის, ხატების ამბორის საკითხი და მისთ. სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიცვალა ზიარების არსებული წესი და არ გაიცა რეკომენდაცია მორწმუნეთათვის დარჩენილიყვნენ სახლებში. შესაბამისად, ეკლესიამ რიტუალის სიწმინდის დაცვა ჩვეულებრივად განაგრძო. სინოდის გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობა აიძულა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ. მეორე დღეს, როცა უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო საპატრიარქოს გადაწყვეტილება მთავრობამ საგანგებო მდგომარება გამოაცხადა. ნაწილობრივ შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით თითქოს რელიგიური ინსტიტუტების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შესაძლოა ეს მართლაც იყო ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნების მცდელობა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ეს ორი ინსტიტუცია ერმანეთს დაპირისპირებული აღმოაჩინა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ საოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლიდა, რომ ეკლესიაში მორწმუნეთა შეკრება საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან საზოგადოებას და მწვავედ აქილიკებდა მათ, ვინც აგრძელებდა ტაძარში სიარულს. მორწმუნეთა ნაწილი კი ხალხს უღმერთობასა და რელიგიის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ადამიანები რელიგიურ გრძნობებზე ყოველთვის ემოციურად რეაგირებენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. ვფიქრობ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების კონსოლიდაციაზე. საფიქრებელია, რომ ეს მოვლენები მომავალში საგრძობლად იმოქმედებს ეკლესიის პრესტიჟზე და მას მოქალაქეთა სულ უფრო მცირე ნაწილი გამოუცხადებს ნდობას. ეკლესიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის კურთხევის თაობაზე. სასულიერო პირები ხატების გადაადგილებით და ნაკურთხი წყლის სხურებით დედაქალაქსა და რეგიონებში ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა ინფექციისგან. ამგვარმა მიდგომამ და საქციელმა, ცოტა არ იყოს, ქვეყნის იმიჯიც შელახა. მხედველობაში მაქვს გერმანიის პირველ არხზე გასული რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ებრძოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (საქართველო, რუსეთი, უკრაინა) კორონა ვირუსს. საქართველოსთან დაკავშირებით ნაჩვენები იყო კადრები ქართველი სასულიერო პირების მიერ ქვეყნის კურთხევისა, მაშინ როცა სხვა ქვეყნებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებული იყო ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომაზე. ცხადია, ამ კადრების ჩვენებას ცინიკური ელფერი დაკრავდა. სასულიერო პირების საქციელმა, გარდა უცხოელებისა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილსაც მოჰგვარა ღიმილი. მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ კერძო სასულიერო პირები, რომლებმაც მოუწოდეს მორწმუნეებს დარჩენილიყვნენ საკუთარ სახლებში და იქ ელოცათ. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებოოდით მამოების პოსტებს: „არაა აუცილებელი ქვის ტაძრებში ლოცვა“. ვფირობ, ეს მოწოდება უფრო შეესაბამებოდა იმ კრიზისულ ვითარებას, რომელსაც ქვეყანა მოეცვა. თუმცა, მედიის მხრიდან, ცხადია, უფრო დიდი ყურადღება ოფიციალურ განცხადებებს ეთმობოდა და საპატრიარქოს განცხადებები საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში ვარდებოდა. გარდა აღნიშნულისა, საპატრიარქოს რეკომენდაციით ტაძრებში სოციალური დისტანცირების დასაცავად მოინიშნა ადგილები მრევლის განსათავსებლად. ეს იყო ეკლესიის მხრიდან ის გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა დროებით შეანელა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა აპრილის თვეში, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით. საზოგადოება კვლავ ელოდა მორიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას ეკლესიისგან. ეკლესია არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სააღდგომო წირვაზე მრევლის თავმოყრა კომენდნატის საათის დარღვევად ჩაითვლებოდა. შესაბამისად, კომენდანტის საათი შეუძლებელს ხდიდა მრევლის დასწრებას სააღდგომო რიტუალზე ღამის საათებში, როგორც ჩვეულებრივ ეს ადრე ხდებოდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სააღდგომო წირვის ჩატარება და წმინდა ცეცხლის გავრცელება კვირა დღის დილის საათებში განხორციელდა. აქაც ვხედავთ, რომ რელიგიური ინსტიტუცია არც რიტუალის გადადებას აპირებდა და მით უფრო მის არ ჩატარებას არ დაუშვებდა. დასკვნის სახით, აღვნიშნავ რომ კორონა ვირუსი ნამდვილად იქცა ახალ გამოწვევად რელიგიური ინსტიტუტებისთვის. სამოქალაქო პასუხისმგებლობა რეილიგიურ გრძნობებთან აღმოჩნდა დაპირისპირებული. მოქალაქეობრივი თვითშეგნება ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა ეკლესია განაგრძობდა ჩვეულ საქმიანობას უჩვეულო ვითარებაში. ვფიქრობ, საპატრიაქოს რეიტინგი შემცირდება, თუმცა ამას შემდგომი სტატისტიკური კვლევა აჩვენებს, და სამთავრობო ინსტიტუტების რეიტიგი გაიზრდება. ამას ხელს უწყობს მედიაც, რომელიც მთავრობის ქმედითუნარიანობას დეტალურად აშუქებს. შექმნილ მძიმე ვითარებაში ეკლესიამ ვერ შეძლო აქტიური როლი ეთამაშა თავისი მრევლის უსაფრთხოების დასაცავად, რამაც იგი მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. კრიზისული ვითარების დასრულებისთანავე ეს მოვლენები გადფასდება და ეკლესია საზოგადოების დიდი ნაწილის სანდოობას დაკარგავს. მომზადებულია გიორგი აბალაკის მიერ.#feedcgrant Feedc #პოლიტიკა #რელიგია #პოლიტიკა #ახალიამბები
Headline
Tbilisi · 3 months ago
მსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონ
მსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონ
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერი
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ყველა სამრევლოში ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ, საზოგადოების გარეშე
"1. ყველა სამრევლოში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურ
ყველა სამრევლოში ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ, საზოგადოების გარეშე
"1. ყველა სამრევლოში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურ
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადე
საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადე
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს, ქართველი თეოლოგები დახმარების თხოვნით მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, მსოფლიო საპატრიარქომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკლესიაზე. კერძოდ, კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვან მრევლი. „უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,XXI საუკუნის ახალი მტერი – ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი. ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ“- ნათქვამია განცხადებაში. #politics #news #opinion #photo #coronavirus Tbilisi Batumi
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი