გემოების ნოსტალგია

0
ჩვენი შეხვედრები 1996 წლის ივნისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პირველი შეხვედრის დროს სახელი არც ვიცოდი, ვერც გარეგნობით ვცნობდი, უბრალოდ მაგხსოვს მაგიდაზე მდგარი ორნამენტებით მოხატულ თეფზე დალაგებული ერთგვაროვანი მასა. უფრო ხვლიკისფერ-ქვიშისფერს დავარქმევდი, კერძის ძირში სულ-სულ ოდნავ ოქროსფრად იღვრებოდა ზეითუნის ზეთი. გვერდით წითელი და მწვანე ბურთულები ელაგა. მაშინ 4 წლის ვიყავი და ამ ასაკისთვის ეს მოცემულობა საკმარისი იყო. გემო ძალიან კარგად დამამახსოვდა. სწორედ მისი მეშვეობით აღვიდგინე სიაუჟეტით. ჩემი მექანიკური ხელის მოძრაობები, აგარაკი, რადიოდან წამოსული მუსიკა, დედას სქელყდიანი წიგნი, სადაც უამრავი ხელოვანი იყრიდა იყრიდა. ამჯერად მხატვრების ნამუშევრებზე ვიყავით. მე ვიღიმოდი და ვერც კი ვაცალკევებდი ამ კერძს ფერწერული ტილოსგან, რომელზეც უამრავი ფერი, გემო, ფაქტურა, მზერა, სურნელი, გამომეტყველება, მელოდია და აქცენტი მახვევდა თავბრუს. მხოლოდ წლების შემდეგ, როცა მექანიკური მოძრაობების გახსენების გარდა, მთელი გულით შევიყვარე ეს კერძი, დამენანა რომ მისი რეცეპტი არ ვიცოდი. როცა გამახსენდებოდა ის გემო და ვერ შევჭამდი, ამ ფაქტს ვერ ვეგუებოდი. სწორედ ამიტომ, ბებიაჩემს და მის ტოლ მეგობარ ქალბატონებს გამოვკითხე დაწვრილებით რეცეპტი, გუგლშიც კი შევედი, რათა "ლეგოსავით" ნაწილობრივ ხელახლა ამეწყო ჩვენი პირველი შეხვედრის ავანსცენა და აი ისიც: "ფხალი"(მხალი): ბოსტნეული და მინდვრის მწვანილი, სწორედ მისი ფოთლები იხარშება საჭმელად. ფხალეულში შედის: ისპანახი, ეკალა, ჭარხალა, სატაცური, მჟაუნა, ჭინჭარი, არჯაკული... მისი მოხარშვის შემდგომ სპეციალური ქართული მწვანილეულის შეკაზმით მზადდება. სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ხევში- ხიმხილას, თუშეთში- საწელებს, ხოლო იმერეთში ფხალს. ბალახეული კვება ქართული კულტურის ნაწილია. ისტორიას რომ გადავხედოთ, ომიანობისა და მოუსავლიანობის დროს ფხალეული, ძირითადი საკვების შემცვლელს წარმოადგენდა. სწორედ აქედან წამოვიდა მისი ტრანსფორმაციაც. ფხალის დაფაზე თქვენ შეხვდებათ მწვანე წითელი და ყვითელი კაშკაშა ფერის ფხალს. გერმანიაში, კერძოდ ბრემენში, ერთი უნიჭიერესი ქართველი გოგონა გერმანელებს მზარეულებითურთ ქართული სამზარეულოს საოცრებებს აცნობს. "Catering-event ფირმა-მაემანი", ასე ჰქვია მის ჯადოსნურ სამყაროს, საიდანაც ქართულ სულს აფქვევს. ერთ-ერთი წამყვანი კერძი მის სამზარეულოში ფხალია, დამახასიათებელი შიგთავსით- ეს არის კაკალი. კაკალი თავისი გამორჩეულობით კერძს უფრო უცხოს ხდის, აძლევს განსხვავებულ გემოს და როგორც შეფ კონსტანტინე იტყოდა "გემოების თამაშს" იგრძნობთ. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მათი ინტერპრეტაციით გამოგონებული ფხალი- ჯემი, რომელიც დიეტურ პურს ნამდვილად მოუხდება და დილას გაგიხალისებთ. ამის შემდეგ თუ რაიმე გამაკვირვებდა არ მეგონა და აი ისეც. ახალი ფხალის ვერსია. პიტნის, ავოკადოსა და ბარდის მარცვლების მიქსი. თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ არჩევანში. ის საუზმისთვისაც გამოგადგებათ და წასახემსებლადაც, თანაც ეს ყველაფერი არის ეკოლოგურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ჯანსაღი კვების სიაში მოწინავე კერძი. სწორედ კაკალი და ქართული სუნელები აღმოჩნდა ის საიდუმლო ინგრედიენტი, რაც ბავშვობის მოგონებებს მიხალისებს. მართლა ბევრი რამე ხდება შენს ტვინსა და გულში, ვიდრე ერთ ლუკმას გადაყლაპავ. პროგრესირებადი გემო ბევრ სხვა კერძსაც აქვს, რომელიც ზედაპირული ტონიდან ბირთვამდე იშლება და იცვლება, მაგრამ სხვადასხვა ასორტის ფხალს, თან რაღაც სხვაც მოჰყვება: უდაბნოს სიცხე – გატარებული კაკლისგან და ნივრისგან, გამოქვაბულის სიგრილე – პიტნისგან და ზეითუნის ზეთისგან. ყვავილების სუნამოს სურნელი- ფხალის ჯემისგან, თან გასინჯვისთანავე იგრძნობა სიფაფუკე და სინაზე. ამ კერძის ასე დეტალური გაშიფვრა მხოლოდ ეხლა ვიცი, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო და ვნებიანი იყო მისი გაუცნობიერებლად შეყვარებაც. ფხალი ყველაფერს უხდება. უხდება მყუდრო, ოჯახურ სადილებსაც _ როცა სუფრას საყვარელი ადამიანები უსხედან. ლუკმასა და ლუკმას შორის სალაპარაკო, გასაზიარებელიც ბევრი აქვთ. უხდება ფურშეტებს. ჩაწიკ-წიკებული ფერის პალიტრასავით ლამაზად დალაგებული ფხალი, რომელიც გამოგზაურებს ულამაზეს საქართველოში. უხდება კორპორატიულ შეხვედრიდან შეხვედრამდე გამოყოფილ ნახევარ საათს. როცა გონება სასარგებლოს და სასიამოვნოს ერთდოულად იღებს, რაც აძლევს მეტ ენერგიასა და ძალას მორიგი შეხვედრისთვის. ფხალს ქართულ სამზარეულოში მთელი კულტურული კონტექსტი შემოაქვს. საბედნიეროდ ვიპოვე "მარმანი". გერმანიაში სტუმრობის დროს, ნოსტალგიას შემივსებს ორიგინალური ქართული სამზარეულოთი. რაც შეეხება ფხალს, ის ჩემთვის ნაციონალიზაციის ისეთივე ინდიკატორია, როგორც ამ ბოლო დროს ჩემგან ამოჩემებული ლესელიძე. თავისი საოცარი სილამაზით, სიძველითა და აურით. ჰოდა მეც წარმოვიდგენ როგორ დავსეირნობ ლესელიძეზე, როგორ ვაგროვებ შთაბეჭდილებებს და ქართული სამზარეულოს დაგემოვნების დროს, როგორ ვუზიარებ მეგობრებს. თუ არ გიცდიათ, გერმანიაში ვიზიტის დროს, ეწვიეთ "მაემანს" და თქვენც სცადეთ!
Feedc
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება
#კულინარია
0