Vogue-ის 10 საკულტო ფოტოგრაფი

ByMonikaGeorgia
0
უკვე 100 წელზე მეტია ჟურნალი VOGUE თავის მკითხველს უზადო გემოვნების ასპექტებს კარნახობს და ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. საკულტო ფოტოგრაფებს და მათი ხელოვნებად ქცეული ნამუშევრებს კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით ჟურნალის ამ ამპლუას დამკვიდრებაში. აქ მინდა შევეხოთ 10 ფოტოგრაფს. რითი გაითქვეს სახელი, და რა იმალება პრიალა ჟურნალის გვერდებზე დაბეჭდილ სურათებს მიღმა. 1. Irving Penn (1917-2009)
ირვინ პენის ნამუშევრებს არ ახასიათებს სპონტანურობა. ყველა ფოტოს სცენარი საგულდაგულოდ გათვლილი და დადგმულია სიმბოლიზმის საუკეთესო ტრადიციებში.
2.Helmut Newton (1920-2004)
ჰელმუტ ნიუტონი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკატორული ფოტოგრაფი იყო. მისი შავ-თეთრი, ეროტიული მუხტით დატვირთული ფოტოები, შეიძლება ითქვას, პირველი იყო თავის სტილში.
3.Richard Avedon (1923-2004)
რიჩარდ ავედონი თავის ნამუშევრებში, თითქოს მოდელის შინაგან სამყაროს აშიშვლებდა. მისი პორტრეტები იმდენად რეალისტური იყო, რომ ალბომმა “American west”-მა მხოლოდ წლების მერე იპოვა შესაბამის გამოხმაურება და გენიალურად იქნება შერაცხული.
4.David Bailey (1938- დღემდე)
დევიდ ბეილი სიმარტივის ძიებაში სახელი დაიმკვიდრა ბრიტანული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად. სადა, უბრალო, ადვილად გასაგები შავ-თეთრი პორტრეტები გახდა მისი სავიზიტო ბარათი.
5.Peter Lindbergh (1944- დღემდე)
პიტერ ლინდბერგი ყოველ თავის ნამუშევარში ეტრფის ქალის ბუნებრივ სილამაზეს. მისი თქმით, მოდის ფოტოგრაფის მთავარი მოვალეობა არის გაანთავისუფლოს ქალი “ახალგაზრდობის და იდეალურობის ტერორისგან”.
6.Bruce Weber (1946-დღემდე)
ბრიუს ვებერი ცნლბილია თავისი კლასიკური ამერიკული სტილით, და მამაკაცი მოდელების გადაღებებით. მისი ხელწრა საკმაოდ ცნობადია, და უბრალოდ რამოდენიმე მისი სურათის ნახვის მერე, აღარააოდეს აგერევათ.
7.Paolo Roversi (1947- დღემდე)
პაოლო როვერსი. მისი ფოტოები იდუმალი და მომაჯადოებრლია. ის თითქოს სამყაროს ბნელ მხარეს იჭერს თავისი ლინზით.
8.Anne Leibovitz (1949- დღემდე)
ენი ლეიბოვიცი თანამედროვე ფერიაა. ის დიდ ყურადღებას აქცევს წინასწარ მზადებას, შუქს, სცენარს, საგადამღებო ჯგუფს და ადგილს. წლების განმავლობაში მისი ხელობა იმდენად დაიხვეწა, რომ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მას შეუძლია მხოლოდ ერთი სურათი გადაიღოს. ერთი დაწკაპუნება და იდეალური ფოტო მზადაა.
9.Mario Testino (1954-დღემდე )
მარიო ტესტინოს ნამუშევრებს ახასიათებს მკაფიო, ძლიერი, ფერები. მასზე უკეთ ვერავინ აღბეჭდავს ფუფენებას და სიმდიდრეს. ბევრი თავისი თანამედროვისგან განსხვავებით, მას უყვარს მოდა და მისი აღბეჭდვა სწორედ ამ ამპლუაში.
10.Steven Meisel (1954-დღემდე)
სტივენ მეიზელს ეკუთვნის Vogue Italy ს ყოველი გარეკანი 1988 წლიდან, ასევე Prada-ს კამპანიები 2004 წლიდან მოყოლებული. თვითონ ფოტოგრაფი თავის სტილს აფასებს როგორც “გიჟურის” ან “ავადმყოფურს”, თუ სრული თავისუფლება მისცეს. მეიზელის ფოტოები ხშირად საკამათოა. მას ეკუთვნის ნამუშევარი “მოდელები ფსიქოატრიულ დაწესებულებაში”ც.
#ხელოვნება
#მოდა
ByMonikaGeorgia
0