90-იანი წლების სუპერმოდელებმა, თავად მოდამ და დიზაინერებმა მოდის სამყაროში ახალი სიტყვა თქვეს, და, ეს სიტყვა დღემდე მკაფიოდ შემორჩა. რთული იყო დიზაინერებისთვის ახალ ერაში და ახალ საუკუნეში გადმოსვლა. თუმცა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, როგორც ჩანს, მოდა მართლაც ბრუნავს და ჩვენ ისევ ვუბრუნდებით 90-იანი წლების დიდ მოდას.
1
ვარცხნილობა
90-იანი წლების ვარცხნილობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა მასიური, დიდი თმებით. თუმცა, ზოგჯერ პირიქით, მოკლე „პიქსი“ ვარცხნილობა იჩენდა თავს სხვადასხვა სტილში. ვნახოთ 90-იანი სტილის ვარცხნილობების რამდენიმე ვარიაცია.
სინდი კროუფორდი
მასიური გაშლილი თმა – 90-იანი წლების ყველაზე დიდი ტრენდი
მილა იოვოვიჩი
ვარცხნილობა, რომელმაც თავი ფილმებიდან დაგვამახსოვრა – მოკლე კარე, ჩოლკით.
ლინდა ევანჯელისტა
მოკლე ვარცხნილობა ქერა, ფერფლის ფერი ელფერით.
2
მაკიაჟი
90-იანი წლების მაკიაჟი ძირითადად ლურჯი, ცისფერი ან ვერცხლისფერი თვალის ჩრდილებისა და მუქი მბზინავი ტუჩსაცხიგან შედგებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელებს იმ პერიოდში ტუჩსაცხის ნაცვლად, მხოლოდ ტუჩის კონტურის გამოყენება მოსწონდათ. ვნახოთ 90-იანი წლების მაკიაჟის რამდენიმე ვარიაცია.
ტაირა ბენქსი
ცისფერი და ვერცხლისფერი ფერების ტონალობა.
სამოსი
რთულია 90-იანების მოდა რამდენიმე ლუქით დავახასიათოთ, თუმცა შემოგთავაზებთ რამდენიმე სამოსს, რომელიც 90-იან წლებში ყველა სუპერმოდელის გარდერობში შეგხვდებოდათ.
სამოსი
რთულია 90-იანების მოდა რამდენიმე ლუქით დავახასიათოთ, თუმცა შემოგთავაზებთ რამდენიმე სამოსს, რომელიც 90-იან წლებში ყველა სუპერმოდელის გარდერობში შეგხვდებოდათ.
Micro Minis
მაქსიმალურად მოკლე ქვედაბოლოები სხვადასხვა აქსესუარებით.
#მოდა
#90იანები
#სტილი #ვარცხნილობა #დიზაინი #ჩაცმულობა
Tbilisi
#მოდა
#ხელოვნება